2019 წლის ფრინველი - პინგვინი
ახალ ზელადიაში 2019 წლის ფრინველი აირჩიეს, ის გახდა ყვითელთვალება პინგვინი
ახალ ზელანდიაში უკვე 14 წელი ყოველწლიურად ირჩევენ წლის ფრინველს. ამ ღონისძიების მიზანია ყურადღება მიექცეს ფრინველებს იშვიათ და გადაშენებულ ჯიშებს. ამ წელს 85 კანდიდატს შორის გაიმარჯვა ყვითეთვალება პინგვინგმა (Megadyptes antipodes) ანუ მაორების ენაზე - ჰოიჰომ (Hoiho), რომელსაც ასევე ბრწყინვალე, დიდებულ პინგვინს ეძახიან.
პინგვინების ეს ნაირსახეობა ძირითადად იზოლირებულ ცხოვრებას ეწევა, არაკომუნიკაბეულირი ჯიშია და არ ეკარება სხვა პინგვინებს.
ჰოიჰო პინგვინების ყველაზე იშვიათი ჯიშია, რომელიც უკვე გადაშენების პირასაა. არჩევნების ორგანიზატორების ინფორმაციით ახალ ზელანდიაში სულ 225 წყვილი ცხოვრობს. წითელ წიგნში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში დარჩენილია 2528-3480 ცალი პინგვინი. ექსპერტების აზრით ეს ვარდნა თუ არ შეჩერდება 10-30 წლის განმავლობაში ეს ჯიში ახალ ზელანდიაში საერთოდ გაქრება.