სამგზავრო ჩანთის ჩალაგება: რა უნდა წავიღოთ თან მოგზაურობაში
დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რისი წაღება გჭირდებათ ან არ გჭირდებათ შვებულებაში. წარმოიდგინეთ, მოგზაურობა უკვე დაგეგმილი გაქვთ, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებით როგორ ჩატიოთ ყველა საჭირო ნივთი ჩანთაში ან ჩემოდანში.
მოგზაურობა - არა მხოლოდ დასვენებაა, არამედ ახალი გამოცდილების (როგორც იძახიან new experience) მიღებაც არის. თქვენ ათვალიერებთ აქამდე არ ნახულ ადგილებს, და არ აქვს მნიშვნელობა, პრაღის ვიწრო ქუჩები იქნება თუ უძველესი მაჩუ - პიკჩუს არქიტექტურა. აღიარეთ, რომ ახალი ადგილების დათვალიერება გაცილებით საინტერესო და კომფორტულია, როდესაც არ გჭირდებათ მძიმე ბარგის თან ტარება.
დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ წესს, რომელიც დაგეხმარებათ უფრო მსუბუქად გაემგზავროთ დასასვენებლად.
ორი „ქვედა“ ტანსაცმელი ყოველ ხუთ დღეზე
ჯინსები ძალიან ბევრ ადგილს იკავებენ, თან ყოველდღე ნამდვილად არ ჩაიცმევთ ახალს. ამიტომ მივყვეთ მარტივ წესს: ორი წყვილი „ქვედა“ ტანსაცმელი ხუთ დღეზე.
შეგიძლიათ აიღოთ ერთი შორტი ან მოკლე ქვედაბოლო და ერთი ჯინსები ან სხვა გრძელი შარვალი. ეს ნიშნავს იმას რომ 10 დღიანი მოგზაურობისთვის უნდა წაიღოთ მხოლოდ ოთხი ნივთი (ამინდიდან გამომდინარე): ორი ჯინსი, შორტები და ქვედაბოლო (რა თქმა უნდა თუ იცმევთ).
თუ დარწმუნებული ხართ, რომ დანიშნულების ადგილას სარეცხი მანქანა იქნება, შეგიძლიათ შეამციროთ ტანსაცმლის რაოდენობა.
წესი 5-4-3-2-1
თუ თქვენ გინდათ შეამციროთ ნივთების რაოდენობა, რომელიც მოგზაურობაში თან უნდა წაიღოთ, დაიწყეთ ამ ძალიან მარტივი, მაგრამ პოპულარული წესით: 5-4-3-2-1.
ეს არის იმ ტანსაცმლის სრული სია, რომელიც შეგიძლიათ წაიღოთ თან:
• 5 ზედა ( მაისურები, სვიტრი, ჟაკეტი)
• 4 ქვედა (ჯინსები, შარვალი, შორტები)
• 3 აქსესუარი ( საათი, სამკაულები, შარფი ან ქუდი)
• 2 წყვილი ფეხსაცმელი (ერთი პრაქტიკული და ერთი გამოსასვლელი)
• 1 საცურაო კოსტიუმი (კუპალნიკი)
რა თქმა უნდა, ამ წესებს ყოველთვის ვერ გამოიყენებთ, ცოტა მოქნილად უნდა ვიფიქროთ რეალური მოგზაურობის დაგეგმვისას. თუ მიემგზავრებით ბერლინში დეკემბრის თვეში, საცურაო კოსტიუმი და მოკლე ქვედაბოლო ნამდვილად არ დაგჭირდებათ, ამიტომ შეცვალეთ იგი თბილი ქურთუკით (თუმცა თქვენს სასტუმროში თუ იქნება დახურული აუზი, რატომაც არა).
წესი 20/80 მოგზაურობისთვის
გავიხსენოთ პარეტოს პოპულარული პრინციპი, რომლის თანახმად, გამოყენებული ძალისხმევის 20% -ს მოაქვს შედეგების 80%-ი. ეს პრინციპი ტურისტებსაც დაეხმარება სამოგზაურო ნივთების ჩალაგებაში: ნივთების 20%-ს, რომლებსაც თან წაიღებთ, შეუძლია დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნილებების 80%.
იფიქრეთ ამაზე: ნამდვილად გჭირდებათ ცალკე წყვილი ფეხსაცმლის აღება, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ჩაიცმევთ სადილზე? ან რამდენად გჭირდებათ კიდევ 3 საცურაო კოსტიუმი?
ნეიტრალური ფერები
იმისათვის, რომ ყველა თქვენი მაისური და ზედა ტანსაცმელი კარგად მოუხდეს ჯინსებს, შორტებს ან ქვედა ბოლოს, უმჯობესია თან წაიღოთ ნეიტრალური ფერები.
მაგალითად, შეგიძლება აირჩიოთ ისეთი ფერების შეხამება, როგორიცაა: ნაცრისფერი, შავი და ლურჯი. მათი კომბინირება შედარებით უფრო ადვილია. თბილი კლიმატისთვის შეგიძლიათ თან წაიღოთ ღია ნეიტრალური ფერები: კრემისფერი ან ცისფერი.
რა თქმა უნდა, უარი არ უნდა ვთქვათ კაშკაშა ფერებზეც. ამისთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ აქსესუარები: შარფი, ქუდი ან სამკაულები.
თან წაიღეთ მხოლოდ იმდენი რაოდენობის ნივთი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გეყოფათ.
მაშინაც კი, თუ ერთი თვით აპირებთ სახლიდან შორს ყოფნას, ნუ დაივიწყებთ მთავარ წესს: თქვენ მხოლოდ ორი კვირის ნივთები დაგჭირდება თან.
არ წაიღოთ თან იმდენი ნივთი რომ მთელი ცხოვრება გეყოთ.
სავარაუდოთ, არ მიდიხართ ქალაქიდან მოშორებულ ისეთ მიყრუებულ ადგილას, სადაც შორიახლოს არც მაღაზია იქნება და არც აფთიაქი. მანდ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ კბილის პასტის ან მზის სათვალის ყიდვა, ტანსაცმლის გარეცხვას კი ყოველთვის მოახერხებთ.
მაგრამ თუ მაინც და მაინც ბუნებაში, კარვებით, კემპინგზე მიდიხარ, არავინ არც კი შეამჩნევს, რომ შენი ტანსაცმელი ოდნავ გაჭუჭყიანდა.
აიღეთ ორჯერ ნაკლები ნივთი, ვიდრე აპირებდით და ორჯერ მეტი ფული
მოგზაურობისას ნივთების რაოდენობა დამოკიდებულია, თუ რამდენად შორი გზა გელით წინ. და თითქმის ყოველთვის ნივთების ნახევარი ჩემოდანში ხელშეუხებელი რჩება. რაც ფულს შეეხება! ფული ზედმეტი არასოდეს არის. თუმცა ნუმჯობესია იქონიოთ უფრო მეტი ვიდრე გჭირდებათ თუმცა ის ფაქტი, რომ თქვენ თან წაიღეთ ფული, იმას არ ნიშნავს რომ სულ უნდა დახარჯოთ.
სთხოვეთ აეროპორტის პერსონალს, რომ თქვენს ბარგზე დააკრან სტიკერი Fragile (მტვრევადი)
აეროპორტში ალბათ შეგიმჩნევიან, რომ მტვირთავები ძალიან ცუდად ეპყრობიან ბარგს. ამიტომ თუ გინდა რომ შენი ნივთები კარგ მდგომარეობაში დაგხვდეს, რეგისტრაციისას აღნიშნეთ, რომ გადაგაქვთ მტვრევადი ნივთები.
თუ მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ნივთების თან ტარების აუცილებლობა არ არის, დატოვე ისინი სახლში.
ქურდები ყველგან არიან, იპარავენ აფრიკაში და ნიუ-იორკში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ თუ არ გინდა გაკარგო რამე ძვირფასი და შენთვის მნიშვნელოვანი ნივთი, რატომ უნდა გარისკო, დატოვე სახლში.
სულ ეს იყო, თქვენ რას ურჩედით ტურისტებს, მოოგზაურობაში რისი წაღება აუცილებელი არის ან არ არის?