მსოფლიოს 12 ყველაზე საოცარი ფესტივალი თებერვალში
თუ თქვენ უკვე დაიღალეთ ზამთრის სუსხით, დროა 2020 წელი მოგზაურობით დაიწყოთ - ეს გაზაფხულის მოახლოების საუკეთესო ხერხია. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ბილეთები იაფდება, ხოლო სასტუმროები ცარიელდება, ამიტომაც შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ თებერვლის შვებულება. დღეს გაგაცნობთ მსოფლიოსი რა ღონისძიებების და ფესტივალების ნახვა შეგიძლიათ თებერვალში.
საჰაერო ბუშტების ფესტივალი
შვეიცარიაში, შატო-დ’ეში (Château-d'Oex) საჰაერო ბუშტების ფესტივალი გაიმართება 25 იანვარიდან 2 თებერვლის ჩათვლით. ალპების ფონზე ცაში ყველანაირი ფორმის ბუშტებს უშვებენ: კლოუნებს, ტორტებს, ბერძნულ ვაზებსაც კი. პარაშუტისტები ერთმანეთს აკრობატიკაში ეჯიბრებიან. ნებისმიერ მსურველს კი შეუძლია საჰაერო ბუშტით „გასეირნება“.
ზამთრის შუქების ფესტივალი
ამ წლის 6-9 თებერვალს რეიკიავიკიში, ისლანდიაში გაიმართება ‘ზამთრის შუქების“ დღესასაწაული (შეიძლება ფესტივალიც დავარქვათ). ქალაქი სხვადასხვა განათებების ინსტალაციებით ირთვება, ქუჩებში გამოდიან მსახიობები და მუსიკოსები. მუზეუმები და თერმული აბანოები ღამის განმავლობაშიც კი გახსნილია ყველასათვის.
ყვავილების ფესტივალი
7-9 თებერვალს ჩიანგმაიში, ტაილანდში იმართება ყვავილების ფესტივალი. მთელი ქალაქის მასშტაბით ყვავილებისგან სხვადასხვანაირ ქაანდაკებებს აკეთებენ და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ამ გასაოცარ ლამაზ ღონისძიებას.
ფანრების დღესასაწაული
ჩინეთსა და ტაივანიში 8 თებერვალს აღნიშნავენ ფარნების დღესასაწაულს. ამ დღეს ქუჩებში მილიონობით ფარანს და ლამპიონს ანთებენ და ტრადიციულ ჩინულ წარმოდგენებს, ლომისა და დრაკონის ცეკვებს, მართავენ.
ვენეციის კარნავალი
შეიძლება ითქვას ტრადიციული ვენეციის კარნავალი იტალიაში ზამთრის მთავარი ღონისძიებაა. ის წელს 8-25 თებერვალს გაიმართება. ამ დროს ქუჩებში კოსტუმირებული მსვლელობები იმართება, ყველა მალავს სახეს ნიღბის უკან. თქვენ შეხვდებით იმპერატორებს, უფლისწულებს, მეკობრეებს და ზღაპრის გმირებს. შეგიძლიათ გაისეირნოთ სადღესასწაულოდ მორთულ ნავებში და დაესწროთ სხვადასხვა მეჯლისს.
კარნავალი ნიცაში
15-29 თებერვალს საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში გაიმართება ტრადიციული კარნავალი. ეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კარნავალად ითლება მსოფლიოში და მთელი ქალაქი და ჩამოსული სტუმრები ორი კვირა ერთობა და აღნიშნავს მას.
ლიმონების ფესტივალი
საფრანგეთში 15 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით იმართება ლიმონების ფესტივალიც. მენტონიში მთელი ქალაქი ირთვება ციტრუსებისგან შექმნილი ქანდაკებებით და ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლდებიან ლიმონისგან გაკეთებული სხვადასხვა კერძით.
ბერლინის კინოფესტივალი
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი გაიმართება 20 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გერმანიაში, ბერლინში. ფილმები, მსახიობები და რეჟისორები მთელი მსოფლიოდან აქ ეჯიბრებიან ერთმანეთს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულისთვის. ფესტივალზე ჩამოდიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები, დასასწრები ბილეთების ყიდვა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კარნავალი მალტაზე
2020 წლის 21-25 თებერვალს მალტაზე გაიმართება ყოველწლიური კარნავალი, რომელიც იზიდავს როგორც ადგილობრივ ისევე საერთაშორისო ტურისტებს. დღესასწაულის ფარგლებში მალტის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია მთელი რიგი გასართობი ღონისძიებები. ამ დროს ყველა ჩაცმულია საკარნავალო კოსტუმებში, რომელიც მორთულია ოქროთი და სხვადასხვა ძვირადღირებულიანი თვლებით.
მზის დღესასაწაული
22 თებერვალს აბუ-სიმბალში, ეგვიპტეში გაიმართება მზის დღესასაწაული. ათასობით ადამიანი იკრიბება აბუ-სიმბალის ტაძრის წინ, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში დატკბნენ ღმერთების ქანდაკებებს განათებით მზის შუქზე. მსგავსი მოვლენა მხოლოდ ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე.
ბრძოლა ფორთოხლით
22-25 თებერვალს იტალიის ერთ-ერთ ქალაქში ივრეაში იმართება ე.წ. ბრძოლა ფორთოხლით. შუასაუკუნეების ტანსაცმელში გადაცმული ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფორთოხლებს ესვრიან. ეს ჩვეულებრივი ხალხის ფეოდალებთან ბრძოლის თავისებური სიმბოლოა.
ბლინების დღე
25 თებერვალს ლონდონში იმართება ბლინების დღე. ეს საკმაოდ საინტერესო და სახალისო დღესასაწაულია, ვინაიდან ამ დღეს ქალები ეჯიბრებიან ერთმანეთს სირბილში, მაგრამ თან უჭირავთ გაცხელებული ტაფები ბლინებით. გაიმარჯვებს ის, ვინც 400 მეტრიან დისტანციაზე სირბილის დროს ყველაზე მეტჯერ გადაატრიალებს ბლინს ტაფაზე.
და თქვენ რომელ დღესასაწაულს დაესწრებოდით?