მისტიური საძვლე ჩეხეთის ტაძარში

სედლეცის საძვლე - გოთიკური ტაძარი, რომელიც მდებარეობს ჩეხეთის ქალაქ კუნტა-გორას ჩრდილო-აღმოსავლეთით. კათოლიკურ ტაძარს ასევე უწოდებენ „ყველა წმინდანის ტაძარს“. მისი მიწისქვეშა ოთახები, საძვლე არის ჩეხეთის რესპუბლიკაში უდიდესი - ეს არის ადგილი, სადაც ადამიანის ჩონჩხის ნაშთები ინახება და „ამშვენებენ“ მთელს ტაძარს. თავის ქალები და ჩონჩხის სხვა ნაწილები გამოყენებულია კედლების, თაღების, ჭერის, სარდაფების, კათოლიკური ჯვრების და გერბების დეკორაციისთვის. ითვლება, რომ აქ გამოყენებულია 40-70 ათასამდე ძვალი. ტაძრის მონახულება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს განურჩევლად ყველა ადამიანზე და ექსკურსიები ჩეხეთის თითქმის ყოველ ტურისტულ ტურნეს მოიცავს.

 


მთავარი მომენტები


მიცვალებულთა ძვლების შენახვის ტრადიციები ყველა კულტურაში არსებობდა და არსებობს. ებრაელები, რომაელი კათოლიკეები და მართლმადიდებლები დიდი ხანია იყენებენ ურნებს, სამარხებს და ცალკეულ შენობებს ნაშთის შესანახად. მრავალ კულტურაში მსგავსი ტრადიცია არის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სიმბოლო. ადამიანის ჩონჩხის ხილვა გაგრძნობინებთ, რომ ახლანდელი არსებობა არ არის მარადიული და არც თუ ისე დიდი დრო გვაქვს, ამ ყველაფერს კი მივყავართ სიკვდილის შემდეგ მარადიული ცხოვრების აზრამდე, რადგან სხეული უბრალოდ დროებითი ადგილია სულის გასაჩერებლად.

 


ყველა ტურისტი მზად არ არის ამ ტაძარში შესასვლელად. ბევრისთვის რთულია რელიგიური მიზეზების გამო, ზოგიერთის მიზეზი კი შიშია. მათთვის მხოლოდ აზრი იმაზე, რომ შიდა კედლები ძვლებისგან არის შექმნილი -  უკვე დიდი შიშის მომგვრელია. ნაწილი კი ფიქრობს პირიქით, ისინი აღფრთოვანებულები რჩებიან ამ გასაოცარი გარემოთი და არ განიცდიან უარყოფით ემოციებს.
ამ უჩვეულო ტაძრის მნახველი წააწყდება ბევრ საინტერესო დეტალს. მაგალითად აქ არის  კანდელაბრი, სადაც გამოყენებულია ადამიანის ჩონჩხის ყველა ძვალი, ან თუნდაც ამ მიწების ყოფილი მფლობელების, დიდგვაროვანი ოჯახი,ს შვარცენბერგების გერბი - ასევე ძვლებისგან შექმნილი.


ტაძრის ისტორია

 


XIII საუკუნეში სედლეცში არსებობდა მამათა მონასტერი, რომელიც ეკუთვნოდა კათოლიკური ორდენის თეთრ ბერებს. ერთხელ ჩეხეთის მეფემ პრჟემისლ ოტოკარ II-მ გაგზავნა მონასტრის აბატი წმინდა მიწაზე. აბატმა მოინახულა გოლგოთას წმინდა მთა და იქიდან წამოიღო ცოტაოდენი მიწა, და დაბრუნებისას, მიმოფანტა ადგილობრივ სასაფლაოზე. ამის შემდეგ ამ ადგილს წმინდად თვლიდნენ. ჩეხეთის რესპუბლიკის მრავალი კეთილშობილური ოჯახის წარმომადგენლებს და ასევე სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ სიკვდილის შემდეგ აქ მოეპოვებინათ სასუფეველი. ამიტომაც სასაფლაოს ტერიტორია სწრაფად გაფართოვდა.


მე-XIV საუკუნეში, მთელ ევროპაში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა. მომდევნო საუკუნეში,  ჰუსეტიკური ომების შედეგადაც ასევე უამრავი ადამიანი დაიღუპა.  მალე აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილთა დასამარხი ადგილი აღარსად იყო.


სწორედ მაშინ ცენტრალურ ევროპაში დაიწყეს მიცვალებულთა ხელახლა დამარხვა. მიწაში არსებულ ძვლებს იღებდნენ და აწყობდნენ სამლოცველოში - საძვლეში, ხოლო განთავისუფლებულ საფლავს ახალი დაკრძალვისთვის იყენებდნენ. ასეთი სამლოცველო სასაფლაოს ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით 1400 წელს  ააშენეს. ეს იყო გოთიკური სტილის ტაძარი სპეციალური სამარხით - მიცვალებულთა ძვლების შესანახად.


ცნობილია, რომ მე-XVI საუკუნეში სედლეცში ნახევრად ბრმა ბერი საფლავებს თხრიდა და იღებდა იქიდან ძვლებს. იგი წმენდდა და ასუფთავებდა მიწიდან ამოღებულ ძვლებს, შემდეგ კი პირამიდებად ალაგებდა მათ. სამუშაო იყო საკმაოდ ბევრი, ადამიანის ძვლებისგან ბერმა შეძლო 6 საკმაოდ მაღალი პირამიდის აშენება. როდესაც ბერი გარდაიცვალა, სამონასტრო საზოგადოების წევრებმა ჩაკეტეს სამლოცველო, მაგრამ შიგნით არსებულ პირამიდებს ხელი არ ახლეს.

 


1794 წელს, იმპერატორის ბრძანებით, ბერთა მონასტერი დაიხურა, ხოლო მონასტრის მიწა და საძვლე გადაეცა კეთილშობილურ საგვარეულო ოჯახს, შვარცენბერგებს. 1870 წელს, მათ დაიქირავეს ჩეხეთის ცნობილი ხელოსანი ფრანტიშეკ რინტი და დაავალეს სამლოცველოს დეკორაცია საძვლეში არსებული ძვლებით. მან ხელახლა გაწმინდა და გაათეთრა ძვლები, შემდეგ კი მათგან შექმნა წარმოუდგენელი კომპოზიციები, დეკორის პატარა ელემენტები და  კათოლიკური ეკლესიის ინტერიერი. მისი ნამუშევრის შედეგები დღემდე შემორჩენილია და მას სათანადოდ უვლიან.

 

რისი ნახვა შეგვიძლია ტაძარში?


გარედან ეს ტაძარი დიდად არაფრით  არის გამორჩეული. ეს არის გოთიკურ სტილში, ოდნავ პირქუში შესახედაობის ტაძარი, რომელშიც ჭარბობს მარტივი ფორმები და გამოყვანილია მკაცრი ხაზები - მსგავსი ვიზუალის მქონე შენობებს კი ჩეხეთში საკმაოდ ბევრს ნახავთ.

 


მაგრამ ტაძრის შიდა ინტერიერი საოცარია. შენობის კუთხეებში არის ძვლების დიდი რაოდენობა მოთავსებული, რომელთაც უზარმაზარი ზარის ფორმა აქვს. ასევე ძვლებით არის გაფორმებული თაღები, ჭერი, ჩირაღდნები და ვაზებიც კი.


ეკლესიის მახლობლად არის დიდი სასანთლე, რომელსაც ამშვენებენ თავის ქალებისგან გაკეთებული გირლიანდები. ჯაჭვიც კი, რომელიც ჭაღებს იჭერს ასევე ძვლებისგან არის გაკეთებული. იგივე ტექნოლოგიით არის გაკეთებული საკურთხეველიც და შვარცენბერგების გერბი. ამ ხელოვნების ნიმუშის შემქნელმა - რინტმა საკუთარი ხელმოწერაც კი, რომელიც ეკლესიის შესასვლელთან კედელზეა ასევე ძვლებისგან შექმნა.


ტაძრის სტუმრებმა შექმნეს რამოდენიმე ტრადიცია. ერთ-ერთი მათგანია - თავის ქალებთან მონეტების დატოვება. ტაძრის სანახავად ტურისტები უამრავი ქვეყბიდან ჩამოდიან, აქ შეხვდებით მონეტებს მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი კუთხიდან. 


სასარგებლო ინფორმაცია  ტურისტებისთვის


ტაძრის მონახულება შეიძლება კვირის ნებისმიერ დღეს. იგი ღიაა დილიდან საღამომდე, გარდა შობისა:


ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით 9:00 – 16:00 საათამდე; აპრილიდან სექტემბრამდე 8:00 – 18:00 საათამდე; მარტსა და ოქტომბერში 9:00-17:00 საათამდე; ხოლო კვირაობით 9:00-18:00 საათამდე.
შესვლის ფასი: დიდებისთვის - 90 კრონი ხოლო ბავშვებისტვის - 60 კრონი. ასევე არის ფასდაკლებები ოჯახებსა და ტურისტულ ჯგუფებზე. 


ტაძრის შიგნით აკრძალულია სურათის გადაღება განათებით (ფლეშით). თუ კი ვინმე მაინც გადაწყვეტს ამ წესის დარღვევას ჩაირთვება სიგნალიზაცია და თქვენ გაგაგდებენ ტაძრიდან.

 

ჩეხეთის მიმართულებით ტურების ნახვა: ჩეხეთი
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %