53
მოერაკის იდუმალებით მოსილი ლოდები
14 თებერვალი 2016
მსოფლიოში არსებობს ადგილი, სადაც ღმერთები ბოულინგს თამაშობენ. რასაკვირველია ეს ხუმრობაა, მაგრამ ახალი ზელანდიის სანაპიროზე მართლა შეგიძლიათ ნახოთ უზარმაზარი, იდეალურად მრგვალი და გლუვი ზედაპირის მქონე ლოდები, რომლებიც კოეხოხეს სანაპიროზე მდებარეობენ. ეს სანაპირო ოტაგოს რეგიონში, მოერაკსა და ჰემპდენს შორის მდებარეობს.
საინტერესოა, საიდან გაჩნდა აქ ეს ლოდები? მართლა ბუნების მიერაა შექმნილი?
მოერაკის ლოდები უზარმაზარი ზომის მრგვალი ლოდებია, რომლებიც მთელ სანაპიროზეა მიმოფანტული. სახელი მათ მოერაკის დასახლების საპატივსაცემოდ მიიღეს, რომელიც ლოდებისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. 300 მეტრი სიგრძის პლაჟზე ასობით მრგვალი ლოდია მიმოფანტული. დიამეტრი 0,5 მეტრიდან იწყება და ყველაზე დიდები 2.2 მეტრამდე აღწევენ. ზოგიერთი ლოდის ზედაპირი აბსოლუტურად გლუვია, ზოგიერთი ოდნავ ხორკლიანია და სტრუქტუირებული, რომელიც ერთი შეხედვით კუს ბაკანს მოგვაგონებს. ზოგი ლოდი პლაჟზე, ქვიშაზე დევს, ზოგი წყალშია განთავსებული. ზოგიერთი ლოდი წყლის, ქარის და მზის გავლენით უკვე გამსკდარია
...