აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშრეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს, ხოლო 2 მაისიდან კი დაამატებს კიდევ 2 სიხშირეს და ფრენები შესრულდება კვირაში 10 სიხშირით. აქამდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა.
დამატებითი სიხშირეებით ოპერირებას „Azerbaijan Airlines“ ყოველკვირეულად - კვირას (28 მარტიდან), სამშაბათსა და ხუთშაბათს (2 მაისიდან) განახორციელებს. ფრენები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 მარტს მიენიჭა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამთო-სათხილემურო კურორტ ბაკურიანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო-სპორტული დღესასწაული „ბაკურიანობა“. ღონისძიება წელს 24-25 თებერვალს გაიმართება.
ე.წ ოცდახუთიანების ტერიტორიაზე ჩატარდება ისეთი სპორტულ-ექსტრემალური შეჯიბრები, როგორიცაა: თხილამურებით სირბილი, სლალომი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი, ჰოკეი. ასევე გაიმართება ავტო შეჯიბრი ე.წ Off Road. მოხდება შეჯიბრში გამარჯვებული და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება. "ბაკურიანობა 2018"-ს დაასრულებს გალა-კონცერტი პოპულარული საესტრადო ჯგუფების მონაწილეობითა და საზეიმო ფეიერვერკით.
დღესასწაულის განმავლობაში სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ გლინტვეინი, ჩაი და ყავა სპეციალურად მოწყობილ კვების ობიექტებში.
ავიაკომპანია „ვიზეარი” რიგის მიმართულებით ახალ ავიამიმართულებას ამატებს!
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს.
ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა ახალი წლიდან wizzair.com-ზე არის შესაძლებელი, ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყნაში დაფრინავს.
რომის კოლიზეუმის ყველაზე მაღალი სართული ტურისტებისთვის პირველი ნოემბრიდან გაიღება. შენობის ბოლო სართული ტურისტებისტის ბოლო 40 წლის განმავლობაშ დაკეტილი იყო.
აღნიშნული ადგილი ძველი რომის ყველაზე დაბალი ფენისთვის, პლებეებისთვის იყო განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ პლებეებისთვის განკუთვნილი ადგილიდან გლადიატორთა ბრძოლის არენა ძალიან კარგად ჩანდა და ამასთან, რომის ცენტრზე შესანიშნავი ხედი იშლებოდა.
იტალიიის კულტურის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ 48 მეტრის სიმაღლიდან, ტურისტები 1–ლი ნოემბრიდან დაუჯერებელი სილამაზის ხედით დატკბებიან, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაამახსოვრდებათ.
კოლიზეუმის მშენებლობა ქრ.შ-მდე 80 წელს დასრულდა. კოლიზეუმი რომის იმპერიაში აშენებულ უდიდეს ამფითეატრს წარმოადგენს. მისი სიმაღლე 48.5 მეტრს შეადგენს.