10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა 2017 წელს
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სია 2017 წლისთვის უკვე ცნობილია. პირველი ათეული ასე გამოიყურება.
10. შვედეთი
თუ ბრიტანული "ტელეგრაფის" წარმომადგენელს დავუჯერებთ, შვედეთს აქვს ყველაფერი, რაც მთელ მის სამეზობლოს: ურბანული განვითარება კოპენჰაგენის მსგავსად, მთები ნორვეგიის მსგავსად, ტყეები, ტბები, ბალტიის ზღვის პორტები და კუნძულები. და რაც მთავარია, მას აქვს სტოკჰოლმი - საუკეთესო ქალაქი მთელს სკანდინავიაში.
9. ავსტრალია
მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის რიფების სამშობლო, ხელუხლებელი პლაჟები, სტაბილურად თბილის ტემპერატურა - ეს ყველაფერი ასვტრალიას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად აქცევს და ბედნიერი ქვეყნების ათეულში მოხვედრაშიც ეხმარება.
8. ახალი ზელანდია
ახალ ზელანდიას სტუმრების მოზიდვა წყალქვეშა ვულკანებით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სარკინიგზო მარშრუტით და საოცარი ღვინით შეუძლია.
7. კანადა
კანადამ, გასულ წელთან შედარებით, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში ერთი ნაბიჯით უკან გადაიწია. თუმცა ათეულში მის მუდმვ მოხვედრას ცხოვრების მაღალი ხარისხი და დახვეწილი ბუნებრივი გარემო განაპირობებს.
6. ნიდერლანდები
ნიდერლანდებმაც ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლა. თუმცა ათეულში ლიდერ პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს თავისი ლიბერალური პოლიტიკით, კარგად განვითარებული ველოსიპედის კულტურით და ესთეტიკით.
5. ფინეთი
ევროპის სიდიდით მერვე ქვეყანა მუდმივად ხვდება ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე და ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების სიაში ფინეთი.
4. შვეიცარია
შვეიცარიამ ლიდერის პოზიცია დათმო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში, თუმცა მეოთხე ადგილს მაინც ინარჩუნებს. მრავალენოვანი მოსახლეობა (ფრანგული, გერმანული, ინგლისური), დიდებული პეიზაჟები და ტყეები, ფართო ტბები, ულამაზესი სარკინიგზო ხაზები. მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, გამართული ინფრასტრუქტურა, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა - საკმარისი მიზეზია ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში ლიდერობისთვის.
3. ისლანდია
დაბალი საშემოსავლო გადასახადი, უფასო ჯანდაცვა და უფასო უმაღლესი განათლება - ამ მაჩვენებლებით ინარჩუნებს ისლანდია სამეულში ადგილს. ისლანდია ასევე შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა მსოფლიოში.
2. დანია
დანია 2016 წელს სიის სათავეში იყო, თუმცა ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში. დანიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია (მსოფლიოში 71). მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 44.9$-ს შეადგენს. დანიას უფასო და ერთ-ერთი ყველაზე გამართული ჯანდაცვის სისტემა აქვს.
1. ნორვეგია
ალბათ არავისთვისაა გასაკვირი, რომ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიის სათავაშე სწორედ ნორვეგია მოექცა. ულამაზესი ბუნების გარდა ქვეყანა გამოირჩევა გენდერული თანასწორობით, სოციალური კაპიტალით და, თქვენ წარმოიდგინეთ, წითელთმიანი ადამიანების სმირვალითაც კი.