02 August 2019
  • 976 ნახვა

ბერლინში სკოლის მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

1 აგვისტოდან ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო გახდა. პროექტის მიზანია ოჯახების მგზავრობის ხარჯების შემცირება და ახალგაზრდების წახალისება ისარგებლონ ტრანსპორტით.

ამ კვირას ბერლინისა და ბრანდერბურგის სატრანსპორტო ასოციაციამ (VBB) შემოიღო ახალი ორი სახის ბილეთი. სკოლის მოსწავლეებსა და სტაჟიორებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო და შემცირებული ტარიფების ბილეთებით.

პირველი ტიპის ბილეთით - Schülerticket - სარგებლობა შეუძლია სკოლის მოსწავლეებს და ბავშვებს 6 წლის ზემოთ. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა დადის თუ არა ბავშვი ბერლინის სკოლაში. ბავშვებს უბრალოდ სჭირდებათ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (ID). ბილეთი მოქმედებს ბერლინის AB ზონაში, რომელიც თითქმის მთელ ქალაქს მოიცავს.

უფროსკლასელებსა და სტაჟიორებსაც შეეხოთ სხვადასხვა სახის შეღავათები. მათ შეუძლიათ ისარგებლონ მეორე ტიპის ბილეთით - AzubiTicket, რომელიც მოქმედებს ბერლინისა და ბრანდერბურგის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და წელიწადში ღირს €365 ანუ 1 ევრო დღეში. ასეთი სამგზავრო ბილეთის მისაღებად, VBB-მ უნდა შეამოწმოს დაწესებულება სადაც სწავლობს ან სტაჟირებას გადის კონკრეტული ადამიანი.


მსგავსი
27 June 2019

Wizz Air ევროპის 12 ახალი მიმართულება

☛ Wizz Air ევროპის 12 ახალი მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ამატებს. ფრანკფურტი (გერმანია) ჰამბუ...

19 May 2019

სასიამოვნო სიახლე ქართული ტურისტული კომპანიებისთვის

თუ თქვენი ტურისტული კომპანია დარეგისტრირებულია Turebi.ge -...

19 May 2019

Turebi.ge-სა და სადაზღვევო კომპანია უნისონის შორის პარტნიორობა შედგა.

Turebi.Ge სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებლებს და ქართულ ტურისტულ კომპანიებს. 2019 წლის 20 მაისიდან #1 ტუ...

19 May 2019

Wizz Air-ის დაბადების დღეზე 15%-იანი ფასდაკლება გელის

ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ჯერ არ მოუფიქრებია სად გაემგზავროს ზაფხულში დასასვენებლად და ეძებს იაფ ფრენებს!...

03 May 2019

თურქეთის სასტუმროები თეფშების ზომების შემცირებას აპირებენ, რომ ტურისტებმა ნაკლები ჭამონ

...

07 February 2019

პარიზი აღარ არის ყველაზე რომანტიული ქალაქი

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, თავიდან გადახედეს ყველაზე რომანტიული ქალაქების სიას. გაგიკვირდებათ და, პარიზი აღარ...

04 February 2019

აგვისტოდან WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებებს ამატებს

მოგზაურობის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ავიაკომპანია Wizz Air 6 ახალი ავიამიმართულებას ამატებს:...

05 October 2018

თბილისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ქართული ავიაკომპანიაც შეასრულებს

რომი, დიუსელდორფი, ბუდაპეშტი, მიუნხენი, ათენი - ავიაკომპანია “Myway Airlines” ახალ მიმართულებებზე ფრენები ზ...

19 September 2018

WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...

11 September 2018

თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი ევროპის მიმართულებით იწყებს ფრენებს. როგორც „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, MyWay...