09 December 2015
  • 7923 ნახვა

სად შევხვდეთ ახალ წელს - 10 საუკეთესო ადგილი

ახალი წელი წელიწადში ერთხელ აღინიშნება, ამიტომაც ეს დღესასწაული განსაკუთრებით დასამახსოვრებელი უნდა იყოს. გართობა, ფეიერვერკები და საუკეთესო სადღესასწაულო განწყობა - ეს ყველაფერი 31 დეკემბრის ღამეს დაუვიწყარს ხდის. გთავაზობთ იმ 10 საუკეთესო ადგილს, სადაც ახალი წლის შეხვედრა ნამდვილად შთამბეჭდავი და განუმეორებელი ქინება.

ნიუ იორკი

ახალი წლის ღამეს  ნიუ იორკში არსებულ ატმოსფეროს ძნელად თუ გაუწევს კონკურენციას რომელიმე ქალაქი. თაიმს სქვერზე შეკრებილი მილიონობით ადამიანი და ცნობილი მუსიკოსები და, რაც მთავარია, ციდან დაშვებული უზარმაზარი ბროლის ბურთი. ამ ყველაფერს კი თავისუფლების კუნძულზე გრანდიოზული ფეიერვერკი აგვირგვინებს NEW YORK, NY - JANUARY 1: People celebrate as the stroke of midnight rings in the new year in Times Square on January 1, 2013 in New York City. Approximately one million people are expected to ring in the new year in Times Square. (Photo by Monika Graff/Getty Images)

რიო დე ჟანეირო

ახალი წლის ღამე ამ ქალაქისთვის კარნავალის შემდეგ რიგით მეორეა გრანდიოზულ დღესასწაულებს შორის. ცნობილი კოპაკაბანას პლაჟი ახალი წლის ღამეს 2 მილიონზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. ცოცხალი მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები, რომელსაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფეიერვერკი ასრულებს. rio-de-janeiro

სიდნეი

სიდნეიში ახალი წლის ორი რამის გამოა განსაკუთრებული: პირველი იმიტომ, რომ ესაა ქალაქი, სადაც პირველად შემოდის ახალი წელი. მეორე კი იმიტომ, რომ სიდნეის აქვს ყველაზე დიდი ფეიერვერკები მსოფლიოში. პირველად ფეიერვერკებს საღამოს 9 საათზე უშვებენ, შემდეგ კი შუაღამისას. სიდნეის საახალწლო ღონისძიებები გამოირჩევა საჰაერო და წყლის შოუებითაც. OperaSydney-Fuegos2006-342289398

ედინბურგი

ედინბურგში ახალი წლის ღონისძიებები 30 დეკემბერს იწყება და 3 დღის განმავლობაში გრძელდება. ქუჩებში მასობრივი მსვლელობები და ღონისძიებები იმართება. ახალი წლის დადგომისას კი ედინბურგის ციიდან 4.5 ტონა პიროტექნიკით უშვებენ ფეიერვერკს. edinburgh

ლონდონი

ლონდონში ახალ წელს ისე ხვდებიან, როგორც მხოლოდ ლონდონელებს შეუძლიათ. აღლუმი, კოსტუმირებული მოცეკვავეები, დედოფლის პროცესია, სინათლის შოუ და ფეიერვერკები. London-Fireworks_2440114k

ჰონგ კონგი

ჰონგ კონგი გამოირჩევა ფეიერვერკების მასშტაბურობით, რომელიც ყოველ წელს იზრდება. პიროტექნიკით შექმნილი გველეშაპი ჰონგ კონგის ცაზე ანათებს. ნიუ იორკი პატივსაცემად კი აქაც ანთებენ უზარმაზარ ბროლის ბურთს. hong-kong

ბერლინი

გერმანიის დედაქალაქში საახალწლო ეპიცენტრი ე.წ "ფართების გამზირია" - ორკილომეტრიანი მონაკვეთი ბარებით, მაღაზიებით, ლაზერ შოუებით, ვიდეო ეკრანებით და მუსიკით. ახალი წლის დადგომის შემდეგ სტუმრები საცეკვაო მოედნებზე ინაცვლებენ, სადაც გართობა დილამდე მიმდინარეობს. berlin-new-year-eve

ლას ვეგასი

ადგილი, სადაც ახალი წლის ღამეს გასართობი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ამ დღეს ლას ვეგასის ცენტრალური ქუჩები ავტომანქანებისაგან თავისუფლდება და ის მთლიანად ცოცხალ შემსრულებლებს, ლაზერ შოუებს და ფეიერვერკებს ეთმობა. ახალი წლის ღამით ლას ვეგასის ბარებში და კლუბებში განუსაზღვრელი რაოდენობის კონცერტები იმართება. Las-Vegas-New-Years

ბაჰამი

ბაჰამის კუნძულებზე ახალი წლის ღამე განსაკუთრებით საინტერესოა. ჯანკანუს ქუჩაზე სადღესასწაულო ღონისძიებები აერთიანებს მუსიკას, ქუჩის შემსრულებლებს, ფერად კოსტუმებს...ეს ნადმვილი სადღესასწაულო აღლუმია, რომელიც 1 იანვარსაც გრძელდება. 1397018621-new-years-junkanoo-festival-in-nassau--bahamas_4420952

ახალი ორლეანი

ახალ ორლეანში ახალი წელი ფეიერვერკით გამოირჩევა, რომელიც 15 წუთს გრძელდება მდინარე მისისიპის გასწვრივ. ამის შემდეგ ადგილობრივები ბურბონის ქუჩასა და ლათინურ კვარტალში ინაცვლებენ სადაც ბარებში დღესასწაულის აღნიშვნა დილამდე გრძელდება. new-orleans    

მსგავსი
08 January 2018

4 მიმართულება ძველით ახალი წლისთვის, რომელიც მცირე ბიუჯეტს მოითხოვს

ბევრ ჩვენგანს სურს, ძველით ახალი წლის ღამე სასიამოვნო მოგონებად აქციოს. აღვნიშნოთ ის მეგობრების გარემოში საქართველოს მთის კურორ...

05 January 2018

სპეციალური მიმართვა გუდაურის ვიზიტორებს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის კურორტების ვიზიტორებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. "ძვირფას...

18 September 2017

ჭილის ტბა - თბილისის ყურისძირში

თბილისის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ გარშემო ტბების სიუხვით გამოირჩევა. ერთ-ერთი ჩვენი ჭილის ტბაა... საკმაოდ და...

09 June 2017

5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის ...

07 March 2017

გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება

გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უ...

15 February 2017

ისრაელში ცეცხლის გარდამოსვლის დღისთვის განსაკუთრებული წესები იმოქმედებს

2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დ...

09 February 2017

საუკეთესო ადგილები ზვიგენთან ერთად ცურვისთვის

მოგზაურობის, წყალქვეშა აქტივობების და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა მსოფლიოს მასშტაბით. ზვიგენე...

06 February 2017

10 ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

კლასიკური, მყუდრო ადგილები, სადაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობთ - National Geographic-ი ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულებე...

30 January 2017

5 საუკეთესო ადგილი მარტო მოგზაურობის მსურველი ქალებისთვის

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ეს ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელიც არაერთი ქალისთვის შთაგონება გამხდარა. თუ თქვენც ასეთი ქ...

26 January 2017

10 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი 2017 წლის ზაფხულისთვის

მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზ...