საინტერესო მუზეუმები საქართველოს გარშემო

მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესოა, როდესაც კულტურას ერწყმის. საქართველოს მასშტაბით არაერთი ღირსშესანიშნავი მუზეუმი გვაქვს, რაც გვინდა გაგიზიაროთ:

 

არქეოლოგიური მუზეუმი-ვანი

მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი კულტურულუ მემკვიდრეობა, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძვ.წ VIII-დან I საუკუნის ჩათვლით თარიღდება. აქ მოპოვებული მასალა გვეხმარება ანტიკური სამყაროს შესასწავლად. ვანის არქოლოგიურ მუზეუმში ნახავთ სამარხებში აღმოჩენილ კოლხურ ოქრომჭედობის ნიმუშებს, ბრინჯაოს ლამპებს და სხვა უამრავ საინტერესო ნივთს.

 

იოსებ სტალინის მუზეუმი-გორი

იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში იხილავთ სად დაიბადა საბჭოთა კავშირის ლიდერი- მემორიალურ სახლს, სტალინის პირად ვაგონს, რომელმაც მან იმოგზაურა, ასევე დაცულია მისი პირადი ნივთები და სულ 60 000 ექსპონანტი ინახება. მუზეუმი 1973 წელს გაიხსნა და საქართველოში ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული მუზეუმია.

 

ძმები ნობელების მუზეუმი- ბათუმი

ადამიანმა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პრემია დააარსა, ბათუმში გარკვეული დროით იცხოვრა და რეგიონში ბიზნესიც ჰქონდა. შვედი გამომგონებელი უანგარო მეცენატი იყო და მისი ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და სამაგალითოა. ბათუმის არქივში აღმოჩენილია დოკუმენტები, სადაც ძმები ნობელების აჭარაში ცხოვრება დასტურდება. აღდგენილია მათი სახლი და სხვადასხვა ექსპონატები.

 

სპორტის მუზეუმი-ქუთაისი

ქუთაისის სპოერის მუზეუმი 1970 წელს დაარსდა, სადაც 1600-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მათ შორისაა: ცნობილ სპორტსმენთა ფოტოები, სპორტული თემატიკის წიგნები, ჯილდოები, სპორტული ინვენტარი და სხვა უამრავი ნივთი, რაც ქართული სპორტის ისტორიის და მიღწევების შესახებ გვიამბობს.

 

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი- წინანდალი

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსის სტუმრობა, არა მხოლოდ მისი ისტორიის, არამედ ულამაზესი ბაღის გამოც ღირს. აქ წარმოდგენილია მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმულ ღვინის 16 500-მდე ღვინის ბოთლს ინახავს. სასახლე გარსევან ჭავჭავაძეს, სრულუფლებიან ელჩს რუსეთში ეკუთვნოდა, რომელიც მემკვიდრეობით მის ვაჟს- ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა. ალექსანდრე პოეტი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომეიც ასევე ქართული რომანტიზმის ფუძემდებელად ითვლება. აქ იმოგზაურობთ მე-19 საუკუნის საქართველოში, სადაც შემონახულია ხელნაწერები, ავეჯი, ფოტოები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %