4 მიმართულება ძველით ახალი წლისთვის, რომელიც მცირე ბიუჯეტს მოითხოვს
ბევრ ჩვენგანს სურს, ძველით ახალი წლის ღამე სასიამოვნო მოგონებად აქციოს. აღვნიშნოთ ის მეგობრების გარემოში საქართველოს მთის კურორტებზე ან ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამისთვის დიდი ბიუჯეტია საჭირო.
სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის. ჩვენ გთავაზობთ ტურისტული სააგენტოების მიერ, Turebi.ge-ზე გამოქვეყნებულ საახალწლო შემოთავაზებებს, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს, რომ შეზღუდული ბიუჯეტითაც შეგვიძლია დღესასწაული განსაკუთრებულ გარემოში აღვნიშნოთ.
გთავაზობთ რამოდენიმე ვარიანტს.
სვანეთი
განსხვავებული ძველით ახალი წელი თოვლიან მესტიაში, სადაც შეგიძლიათ ეზიაროთ სვანურ ტრადიციებს, ისრიალოთ და რაც მთავარია, იხილოთ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე, რომლის სანახავად ჩვენს ქვეყნას ათასობით ტურისტი სტუმრობს.
ძველით ახალი წლის დღეებში ეს შესაძლებელია სულ რაღაც 125 ლარად, El Dorado Travel-თან ერთად. ტური მოიცავს ტრანსპორტირებას, სასტუმროს ნომერს, კვებას, ფოტოგადაღებას და სხვა.
ტურები სვანეთში:
ბორჯომ-ბაკურიანი
Turebi.ge-ზე განთავსებული კიდევ ერთი შემოთავაზება სრულიად ხელმისაწვდომი ბიუჯეტით, შესაძლებლობას გაძლევთ ძველით ახალ წელს ბორჯომ-ბაკურიანის ულამაზეს ხეობაში შეხვდეთ, გადაიღოთ ფოტოები, რომელიც ყოველთვის გაგახსენებთ ამ დღეს და რაც მთავარია, ისრიალოთ თხილამურებით.
ტურები ბაკურიანში
ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული განცხადებების შესწავლის შემდეგ მიხვდებით, რომ ძველით ახალი წლისთვის დაბალი, სრულიად ხელმისაწვდომი ბიუჯეტით არც საზღვარგარეთ მოგზაურობაა შეუძლებელი.
ამ დროისთვის 2 მიმართულება შეგირჩიეთ, რომელთაგან ერთი 130 ლარი, მეორე კი 180 ლარი ჯდება.
ბაქო
გაატარეთ დაუვიწყარი ძველით ახალი წელი (12,13,14 იანვარი) ბაქოში, სადაც ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის, სულ რაღაც 130 ლარად, Hot Travel Group-თან ერთად.
ტური მოიცავს ტრანსპორტირებას, 4-ვარსკვლავიან სასტუმროს ნომერს, გიდს და საუზმეს 2 დღის განმავლობაში. დაგეგმილია ყოველი დღის განრიგი, რომელიც მოიცავს გემით გასეირნებას, „ვენეციის“ მონახულებას, ხალიჩების მუზეუმის დათვალიერებას და სხვა.
თურქეთი, უზუნგულის ტბა.
ვფიქრობთ, ისეთ დღესასწაულს, როგორიც ძველით ახალი წელია, კიდევ უფრო ჯადოსნურად აქცევს ადგილი თურქეთში, რომელიც განსხვავებული სილამაზითა და ულამაზესი ლანშაფტით გამოირჩევა.
ეს არის უზუნგულის ტბა თურქეთში. მთებს შორის მოქცეულია კამკამა ტბა, რომელსაც გარშემო თეთრად დათოვლილი ტყის მასივი აკრავს, ზღაპრულ გარემოს ქმნის. იდეალური ადგილია, რათა მოწყდეთ ყოველდღიურ, დამღლელ, ქაოსურ ქალაქს , განიტვირთოთ თქვენთვის უცხო გარემოში, ძვირფას ადამიანებთან ერთად და შეიქმნათ რომანტიული განწყობა, სულ რაღაც 180 ლარად.