5 საუკეთესო ქალაქი მათთვის, ვინც ინტერნეტს ვერ წყდება

ხშირად ამბობენ, რომ მოგზაურობა ის დროა, როცა ლეპტოპი და სმარტფონი გვერდზე უნდა გადადოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ გარემოსგან. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ მოწყობილობების და ინტერნეტკავშირის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, ზოგს განსაკუთრებული დამოკიდებულების, ზოგს თავისი პროფესიის გამო. მათ ხშირად უწევთ კვირეების ან თვეების განმავლობაში მოგზაურობა, ინტერნეტთან მუდმივი კავშირი და შესაბამისი კომფორტული გარემო კი მნიშვნელოვანია. გთავაზობთ იმ 5 ქალაქის შესახებ ინფორომაციას, რომელიც იდელაური ე.წ ციფრული მომთაბარეებისთვის. ხუთეული შეირჩა 526 ქალაქის შესწავლის შედეგად. ქალაქების შერჩევისას ყურადღება მიექცა ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ინტერნეტის სიჩქარე, უსაფრთხოება, საცხოვრებელი ხარჯები, ე.წ Co-working სივრცეები და ა.შ.

 

ჩიანგ მაი, ტაილანდი

ქალაქი ციფრული მომთაბარეების ნამდვილი თავშესაფარია სამხრეთ აზიაში. ხუთეულში ხელმისაწვდომობის და 24/7 კაფეების სიმრავლის გამო მოხვდა. ქალაქი იმდენად პატარაა, რომ გადაადგილება სკუტერით ან იაფი ტაქსით შეგიძლიათ. ქალაქთან ახლოსაა მთები და ტბები. ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც ტურისტული ცენტრია მრავლადაა  Co-working სივრცეები და ყავის მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და ინტერნეტთან წვდომაც გქონდეთ. რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად ქალაქში ტრადიციული ტაილანდური კულტურის შეგრძნობაც შეგიძლიათ.

 

EB289Y Grand palace at twilight with light from traffic in Bangkok, Thailand

 

პუერტო ვიეიო, კოსტა რიკა

მიუხედავად იმისა, რომ პუერტო ვიეიოს ტრადიციული გაგებით Co-working სივრცეები არ აქვს, აქ მის მაგივრობას ყავის მაღაზიები, რესტორნები და ბარები გაგიწევენ. აქაური ბუნება და სანაპიროები იდეალური ადგილია დიდ იდეებზე ფოკუსირებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. აქ ციფრული მომთაბარეებისთვის საჭირო გარემო არამხოლოდ ქალაქში, არამედ ქალაქგარეთაცაა, სადაც უფრო სიმშვიდე და მყუდრო ბუნებაა.

 

კოსტა რიკა

 

მაიამი, აშშ

მაიამი მიმზიდველია შემოქმედებითი ტიპის ადამიანებისთვის. აქ ისინი სხვადასხვა იდეებსა და შთაგონებებს პოულობენ. ის ყველაზე სწრაფად მზარდი ხელოვნების ცენტრია და ხშირად სტუმრობენ ვარსკვლავები. ციფრული მომთაბარეებისთვის რეკომენდირებული ადგილების სამხრეთი სნაპირო, ბრიკელი და ვინვუდი. აქ ღამის ცხოვრებაც დასურულებელია და საერთო სამუშაო სივრცეებსაც არაერთგან შეხვდებით. რაც მთავარია, შთაგონების წყაროები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა.

 

BRICKELL SKYLINE DOWNTOWN MIAMI FLORIDA USA

 

ფლორიანაპოლისი, ბრაზილია

ულამაზესი პლაჟები და რიოსთან შედარებით განახევრებული ფასები, რესტორნები და აქტიური ღამის ცხოვრება - ეს ის ფაქტორებია, რის გამოც ფლორიანოპოლისი კონკურენციას უწევს სხვა ქალაქებს. ციფრული მომთაბარეებისთვის რეკომენდირებულია დარჩენა Lagoa da Conceição-ში, სადაც ყველაფერი ახლოსაა. Beira Mar-ში სავაჭრო ცენტრები, სპორტული მოედნები, რესტორნები და ღამის ბარებია თავმოყრილი. შედარებით იაფი დასვენებისთვის კი Trindade-ა რეკომენდირებული

 

Boats and houses on canal, Fishing village, Barra da Lagoa, Florianopolis, Santa Catarina, Brazil, South Atlantic. Image shot 10/2008. Exact date unknown.

 

ბუდაპეშტი, უნგრეთი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი დედაქალაქი სტუმრებს იზიდავს უფასო wi-fi კაფეებით, ეეფქტური საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მიწისქვეშა ბარებით. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი არ არის ტროპიკული, ბუდაპეშტი მთელი წლის განმავლობაში შედარებით მზიანი და მშრალია. მომთაბარეებში პოპულარულია VII რაიონი, სადაც მრავლადაა საერთო სამუშაო სივრცეები, ცოტა ხნის წინ კი გაიხსნა Impact Hub Budapest-ი.

 

St.Stephen?s Basilica, Zrinyi Street      

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %