10 ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

კლასიკური, მყუდრო ადგილები, სადაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობთ - National Geographic-ი ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულებების რჩეულ სიას გვთავაზობს.

 

ბრიუგე, ბელგია

ბრიუგეში სეირნობისთვის საუკეთესო დრო შებინდებისასაა. ძველი ქალაქის გასწვრივ წყლის არხებზე სეირნობას განსაკუთრებულ ეფექტს მატებს მზის ჩასვლა, რომელიც უძველეს კოშკებს ოქროსფრად აფერადებს.

 

 

მიკონოსი, საბერძნეთი

კუნძულ მიკონოსზე ღია კაფეების მრავალფეროვანი არჩევანია. შეგიძლიათ მყუდროდ მოკალათდეთ რომელიმე მათგანის მაგიდასთან და მზის ჩასვლით დატკბეთ.

 

 

ფრანგული რივიერა

ფრანგული რივიერა რომანტიულ გარემოს გიქმნით გორაკებზე გაშენებული ქალაქებით, დახვეწილი არქიტექტურის ხიდებით და ლურჯ სანაპიროთი.

 

 

ვენეცია, იტალია

ვენეცია, ეს ის ადგილია, რომელიც დიდი ხანია ლიდერობს რომანტიული მიმართულებების სიაში. წყვილებს ყოველთვის იზიდავს წყლის ვიწრო არხებზე გონდოლით სეირნობა და მყუდრო კაფეებში ვახშმობა.

 

 

ნოიშვანშტაინის სასახლე, გერმანია

ნოიშვანშტაინის სასახლე მე-19 საუკუნის ეს სასახლე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს განსაკუთრებით ხიბლავთ. სწორედ ნოიშვანშტაინის სასახლე გახდა დისნეის "მძინარე მზეთუნახავის" სასახლისთვის შთაგონება. ტყით დაფარულ მთებს შორის მოქცეული სასახლე ყველა სეზონზე ულამაზესია.

 

 

რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

რიო არამხოლოდ გართობისა და ბრაზილიური ცეცხლოვანის ცეკვების მოყვარულებისთვისაა მიმზიდველი. მეტი რომანტიკისთვის აქ საბაგიროთი გასეირნებაც შეგიძლია. საბაგირო შუგარლოფის მთიდან იწყება და 220 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მორო და ურკას მწვერვალზე ჩერდება.

 

 

დასავლეთ სლოვენია

სლოვენიაში ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილი ბლედის ტბა და მასში მდებარე პატარა კუნძულია. კუნძლზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარია. ლეგენდის თანახმად, მას ვინც ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამოკრავს ერთი სურვილი აუსრულდება.

 

 

იუნანის პროვინცია, ჩინეთი

გარდა იმისა, რომ აქ აღმოსავლური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებულ გარემო დაგხვდებათ, იუნანის პროვინციაში შეგიძლიათ განსაკუთრებით რომანტიული ადგილიც შეარჩიოთ. ეს შავი დრაკონის პარკია. შეგიძლიათ აუზის პირას სავარძელში მოკალათდეთ და დათოვლილი მთის ხედით დატკბეთ.

 

 

სან სებასტიანი, ესპანეთი

სან სებასტიანს შესანიშნავი სნაპირო ზოლი აქვს, რის გამოც ის ელიტარულ საზღვაო კურორტად მიიჩნევა. ქალაქზე ულამაზესი ხედი იშლება ულიას მთის ქედიდან.

 

 

იუკკასიარვი, შვედეთი

თუ თოვლი და სიცივე არათუ არ გაშინებთ, პირიქით, უფრო რომანტიულად მიგაჩნიათ, მაშინ შვედეთში ამ რომნატიულ გამორჩეულ ადგილს უნდა ესტუმროთ. თეთრი თოვლით დაფარულ გარემოში ხის პატარა წითელი ეკლესია ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %