ოკაცეს კანიონი, რატომ უნდა ვეწვიოთ ოკაცეს კანიონს? როგორ მოვხვდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ ვიზიტის დროს?

იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფ.გორდაში მდებარეობს ულამაზესი ოკაცეს კანიონი, სწორედ აქ არის საქართველოში პირველი დაკიდებული საფეხმავლო ბილიკი, რომლის გავლაც დაახლოებით 2-3- სთ შია  შესაძლებელი, ბილიკის საფარი გამჭირვალეა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას.

როგორ მოვხვდეთ კანიონზე ?

თბილისიდან ოკაცეს კანიონამდე დაახლოებით 287 კმ - ია, მანქანით 4 სთ სავალზე, გზა საკმაოდ მარტივია და ადვილად მისასვლელი, ასევე აქ მოხვედრას აჭარიდანაც მარტივად შეძლებთ, ამიტომ თუ თქვენ გადაწყვიტეთ ზღვისპირეთში დასვენება კანიონის მონახულება და ბუნებით ტკბობა ნამდვილად არ არის ცუდი იდეა.

რატომ უნდა ვეწვიოთ ოკაცეს კანიონს ?

თუ თქვენ გიყვართ ბუნების ხედებით ტკბობა, თუ გსურთ მომაჯადოებელი სილამაზის ხილვა და ექსტრემიც გიზიდავთ, მაშინ ეს ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. კანიონის საფეხმავლო ბილიკი დადიანების სასახლეზე გადის და ბოლოს ულამაზესი პანორამული გადასახედით სრულდება სადაც შეძლებთ გასაოცარი ფოტოების გადაღებას.

რა უნდა ვიცოდეთ მოგზაურობის დროს ?

  • თუ გსურთ ოკაცის კანიონის მონახულება აუცილებლად დაგჭირდებათ ბილეთი, რომლის შეძენასაც კანიონის ვიზიტორთა ცენტრში შეძლებთ.
  • კანიონის ვიზიტორთა საშუალო სიმაღლე არანაკლებ 1,20 სმ უნდა იყოს
  • წვიმიან და მოყინულ ამინდში ვერ შეძლებთ კანიონის მონახულებას
  • აქ ასევე აკრძალულია შინაურ ცხოველებთან ერთად ვიზიტი
  • ვიზიტორებს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრძალებათ ცეცხლის დანთება.

ეს იმ ზოგადი წესების ჩამონათვალია რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტის დროს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %