შვებულება და მოგზაურობა სტრესის გარეშე - 5 რჩევა

1. გაარკვიეთ, რა იწევს სტრესს

ეს ძალიან მარტივია - თქვენ დასასვენებლად წელიწადში ერთხელ მიდიხართ. თქვენ გინდათ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს და ამისათვის უამრავ დროს და ენერგიას ხარჯავთ, ირჩევთ გამგზავრების დროს, სასტუმროს, გეგმავთ მარშუტს, ყიდულობთ უამრავ ნივთს სპეციალურად მოგზაურობისთვის...  ეცადეთ შვებულება ორ ან სამ ნაწილად გაყოთ. ეცადეთ მარშუტი მაქსიმალურად მოქნილი იყოს - არ მოგეწონებათ ადგილი - სწრაფად ჩაანაცვლებთ ალტერნატიული ვარიანტით. სტრესი გაცილებით ნაკლები იქნება თუ გეცოდინებათ, რომ სათადარიგო გეგმა გაქვთ. ხოლო თუ ყველაფერი მაინც არ იქნება ისე, როგორც თქვენ გინდათ, შემდეგი შვებულება უკეთესად დაიგეგმება.

2. გაემგზავრეთ ათი დღით

სამდღიანი ტურები გადასარევი და ხელმისაწვდომია, ერთკვირიანი არდადეგები - ძალიან პოპულარული, ხოლო 10 დღე - მაგიური რიცხვია მოგზაურობისთვის. თქვენ გაქვთ დრო იმისათვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მშვიდად მიხვიდეთ, გზადაგზა რამოდენიმე მიმართულება მოინახულოთ და საკმარისი დროით შორდებით სამსახურს იმისათვის, რომ თამამად გადააბაროთ მოვალეობები სხვას.

3. დააგეგმინეთ მოგზაურობა სხვას

სასტუმროების არჩევის და დაჯავშნის პროცესი, ავიაბილეთების და მარშუტების შერჩევა გადასარევია, მაგრამ ხშირად საკმაოდ სტრესული. თუ ამის დრო და ენერგია არ გაქვთ, იყიდეთ უკვე მზა ტური, სადაც ამ ყველაფერზე თქვენს მაგიერ პროფესიონალები იზრუნებენ. ერთადერთი, რაც დაგევალებათ, ბარგის ჩალაგება და გამგზავრების ადგილას დროულად მისვლაა.

4. აარჩიეთ არაპოპულარული მიმართულებები

3_Travelling-is-healthy ძალიან გინდათ მოგზაურობა? სხვებსაც. ამის შედეგად პოპულარული მიმართულებები შვებულებების სეზონზე ძალიან გადატვირთულია და სტრესის დამატებითი წყარო ხდება. გარშემო უამრავი ტურისტია, არაა საკმარისი შეზლონგები პლაჟზე, ადგილები კაფეში, სივრცე სუვენირების მაღაზიებში, ხოლო მუზეუმებში საერთოდ კილომეტრიანი რიგებია. სწორედ ამიტომ, ჯობია აეცადოთ შედარებით "ახალაღმოჩენილი" მიმართულებები მოძებნოთ ან პოპულარულ ადგილებში არასეზონურ დროს წახვიდეთ.

5. მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას შეთანხმდით წესებზე

მეგობრებთან ერთად მოგზაურობა სახალისოა, მარამ ზოგჯერ ასეთი მოგზაურობა ჩხუბების და კამათების სერიაში გადაიზრდება ხოლმე. მიზეზები როგორც წესი ერთნაირია: ვიღაც დილით ძალიან ადრე დგება და სხვებს აღვიძებს, ზოგს ყველა ექსკურსიის აღება უნდა, ზოგისთვის კი ბარში ჯდომა დასვენების საუკეთესო მეთოდია, ხოლო  ვიღაცას მთელი დღის აუზთან გატარება უნდა. შეთანხმდით იმაზე, რომ არაა აუცილებელი მთელი დროის ერთად გატარება. დაე, ყველამ ისე დაისვენოს, როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ, ხოლო რაღაც მომენტებში შეგიძლიათ გადაიკვეთოთ.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %