სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე ულამაზესი სოფელი სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) მდებარეობს.

თუ გადაწყვიტეთ აქ მოგზაურობა და ამ საოცარი ხედებით ტკბობა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ აქაური ზომიერად ნოტიო ჰავა, ამიტომ აქ სამოგზაუროდ წასულს აუცილებლად თან უნდა გაიყოლოთ თბილი სამოსი, წლის ნებისმიერ დროს.თავდაპირველად როდესაც ამ უმშვენიერესი ადგილის მონახულებას გადავწყვიტთ შეიძლება დაგაფიქროთ მიუვალმა გზებმა, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა რამდენიმე წლის უკან, თუმცა ახლა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, გერგეტის სამებამდე შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ავტომობილით ახვიდეთ უპრობლემოდ.

ყაზბეგში უამრავ ღირსშესანიშნავ ადგილს წააწყდებით, რომლებიც აღფრთოვანებას გამოიწვევს თქვენში და საოცარი ემოციებით დაიტვირთებით.

აქ ჩასულმა აუცილებლად უნდა მოინახულოთ:  სტეფანწმინდაში დაცული ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი, გერგეტის სამება, დარიალის ხეობა და აქ არსებული ბიბლიოთეკა - სადაც ნებისმიერ გამვლელსა თუ იქ დამსვენებელს შეუძლია დაჯდეს მშვიდ გარემოში , დატკბეს ულამაზესი ბუნების ხედებით და გაეცნოს მისთვის საინტერესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ასევე გზად შეგიძლიათ მოინახულოთ ანანური, იქ არსებული ხუროთმოძღვრული ციხე სიმაგრე და გუდაურის გადმოსახედი, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება, ღრუბლებში ჩაძირული კლდეები.

(ანანური)

(დარიალის სამონასტრო კომპლექტი)

(დარიალის ბიბლიოთეკა)

(გუდაურის გადმოსახედი)

(ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული სახლი)

აქვე უნდა ავღნიშნოთ ტრადიციული სამზარეულოც, გზად შეგიძლიათ დააგემოვნოთ ფასანაურის უგემრიელესი ხინკალი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %