5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ შინაურ ცხოველთან ერთად მოგზაურობა და ნაკლები დისკომფორტი შეგექმნებათ. ყველაფერი კი მოგზაურობის დაწყებამდე გაცილებით ადრე, დაგეგმვის ეტაპზე იწყება.

შეამოწმეთ მოთხოვნები

ბევრ ქვეყანაში ცხოველის შეყვანისას მოქმედებს სხვადასხვა სპეციალური მოთხოვნები. ეს შეიძლება ეხებოდეს იმუნიზაციას, ჯანმრთელობის ცნობას, საკარანტინო პერიოდს და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია მოთხოვნების გაადმოწმება იმ ავიაკომპანიაში, რომლითაც აპირებთ გაფრენას. მნიშვნელოვანია იცოდეთ, ავიაკომპანიის წესებით დასაშვებია თუ არა ცხოველის სალონში აყვანა, თუ მხოლოდ სატვირთო გაადზიდვის გზით არის შესაძლებელი წაყვანა? რა პარამეტრებში (ზომა, წონა) უნდა ჯდებოდეს ცხოველი, რომ დაგრთონ მისი გადაყვანის ნება? უმჯობესია, თუ შეარჩევთ ისეთ ავიაკომპანიას, რომელიც მოგცემთ ცხოველის სალონში შეყვანის უფლებას, სხვა შემთხვევაში ეცადეთ შეარჩიოთ პირდაპირი ფრენა.

შეისწავლეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი

ცხოველისთვის მოგზაურობა, შესაძლოა, იყოს სტრესული, ამიტომ წინასწარ შეისწავლეთ მისი ადაპტაციის უნარი. ცხოველებისთვის, რომლებიც რთულად ეგუებიან ახალ გარემოს და ადამიანებს, უმჯობესია დარჩნენ სახლში მზრუნველ მომვლელთან ერთად.

ცხოველთან ერთად მოგზაურობა

შეადგინეთ გეგმა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან ერთად ოთხფეხა მეგობარიც მოამზადოთ მოგზაურობისთვის და ამისთვის სპეციალური გეგმად დასახოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები შეიძინოთ მინიმუმ ერთი თვით ადრე, კარგად გაეცნოთ ავიაკომპანიის მოთხოვნებს და მოემზადოთ შესაბამისად. მომზადება გულისხმობს, როგორც საჭირო დოკუმენტების შეგროვებას, ასევე ცხოველისთვის შესაბამისი ჩანთის და აქსესუარების შერჩევას.

მოემზადეთ მოგზაურობისთვის

დარწმუნდით, რომ თქვენც და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც მზად ხართ მოგზაურობის პროცესისთვის. შეაჩვიეთ ცხოველი მოთმინებას, სამგზავრო ჩანთას და ა.შ. გააკეთეთ იმ ნივთების სია, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ოთხფეხა მეგობარს ფრენის დროს: წყლის თასი, საკვები და ა.შ.

დარწმუნდით, რომ ყველაფერი რიგზეა

მას შემდეგ, რაც ყველაფერს დაგეგმავთ, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ რამდენიმე გარემოება. თუ მატარებლით აპირებთ აეროპორტამდე მისვლას, გადაამოწმეთ, რამდენად მეგობრულად არიან განწყობილი ცხოველის გადაყვანისადმი. ასევე, გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან და მიიღეთ მისგან პრევენციული რჩევები. გადაამოწმეთ იმ სასტუმროს პირობები, სადაც აპირებთ დაბინავებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ აქვთ შინაური ცხოველებისადმი მეგობრული პოლიტიკა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %