ფილმები, რომლებიც შემოდგომის ფერად დღეებს უხდება

„შემოდგომა ნიუ-იორკში“

ფილმში უილ კინისა და შარლოტა უილზის სასიყვარულო ისტორიაა გადმოცემული, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ ულამაზეს პარკში მიმდინარეობს, აქ კი შემოდგომის ფერადი ხეები და ყვითელი ფოთლები საოცარ სიმყუდროვესა და რომანტიულ გარემოს ქმნის.

„თქვენთვის წერილია“

შემოდგომა, რომანტიკასა და სიმყუდროვესთან ასოცირდება, კიდევ ერთი სასიყვარულო ისტორია წიგნის მაგნატის ჯო ფოქსსა და დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიის მეპატრონეს ქეთლინ კელის ისტორიაზეა.

„ტკბილი ნოემბერი“

ისტორია ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანზეა, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ და მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, მოქმედება კი შემოდგომის ულამაზეს ნოემბერში ვითარდება.

„სიამაყე და ცრურწმენა“

ფილმი ხუთ დაზე და ორ ახალგაზრდა ჯელტმენზეა, მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში მიმდინარეობს, ფილმში თითოელი პერსონაჟის ცხოვრება თავდაყირა დგება.

„სამოთხისგან შორს“

ეს არის ფილმი, სადაც მთელი სილამაზითაა აღბეჭდილი შემოდგომის სიფერადე, განსაკუთრებულობა და რომანტიზმი, გარემო შემოდგომის ფერებითაა დაფარული და მსახიობების იმიჯი კიდევ უფრო ამძაფრებს სიმყუდროვის შეგრძნებას.

„ჭკვიანი უილ ჰანტინგი“

ფილმი ერთ ნიჭიერ მათემატიკოსზე მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაც არც თუ ისე მარტივია, ის მუდამ გაურბის მეგობრებს და საკუთარი თვის ძიებაშია, ამაში კი ერთი უბრალო თუმცა პროფესიონალი ფსიქიატრი დაეხმარება.

„როცა ჰარი შეხვდა სალის“

ფილმი ორ საუკეთესო მეგობარზეა, რომლებიც ერთმანეთის დაშორების შემდეგ კვლავ ხვდებიან და მათი ურთიერთობა სხვა გზით იკვეთება.

„მკვდარი პოეტების საზოგადოება“

ფილმში მოთხრობილია მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე, განსხვავებულობის აღქმაზე და იმაზე თუ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია სიტყვას.

„შემოდგომის ლეგენდები“

ისტორია სამ ძმასა და მამაზეა, ფილმში ნათლად ჩანს თუ როგორი გავლენა მოახდინა ისტორიამ, ომმა და ბუნებამ მათ ცხოვრებაზე.

„ოქტომბრის ცა“

ფილმი მეშახტის შვილის ისტორიაზეა, რომლის სურვილებიც ეწინააღმდეგება მამამისის სურვილებს, საბოლოოდ კი მისი მიზან დასახულობა შედეგს აღწევს.

„ბაღების ქვეყანა“

ენდრიუს დეპრესიული ცხოვრება დედის გარდაცვალების შემდეგ რადიკალურად იცვლება, იგი ხვდება მშვენიერ სემს და  მათი სასიყვარულო ურთიერთობა ენდრიუს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %