კარავში კომფორტულად ძილის ხუთი წესი
გამოუძინებლობამ, მთელი ღამე ზურგის ქვემოდან გირჩების გამოძრობამ, დისკომფორტმა და სიცივემ შეიძლება ლაშქრობის მთელი ხიბლი წყალში ჩაყაროს და ერთადერთი, რაც გენდომება სახლში დაბრუნება და გამოძინება იქნება. გამოუძინებელზე არც ცაა ისეთი ლურჯი და ჩიტებიც საერთოდ არ ჭიკჭიკებენ. იმისათვის, რომ ასე არ დაგვემართოს, რამოდენიმე მარტივი წესი უნდა გავითვალისწინოთ.
კარვის გაშლა საკმარისი არაა, ის წესების დაცვით უნდა იყოს გაშლილი.
საგებელის მოვალეობა მიწიდან მომავალი სიცივის შეჩერება და თბოიზოლაციაა. რაც ურო უკეთესი ხარისხია და სქელია საგებელი (პარალონი), მით უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ სიცივე მიწიდან. საძილე ტომარას რაც შეეხება, სეზონის შესაფერისი უნდა იყოს. დააკვირდით წარწერებს. ზამთრის და ზაფხულის საძილე ტომრების კომორტული ტემპერატურა სხვადასხვაა. ზამთრის საძილე ზაფხულში ნამდვილი ჯოჯოხეთია (და პირიქით).
საუკეთესო ჩასაცმელი თბილი წინდები და გრძელსახელოიანი სპეციალური სალაშქრო საცვლებია. მოერიდეთ ძალიან თბილად ჩაცმას. ქურთუკით დაძინება ცუდი იდეაა, რადგან დიდი მოცულობის ტანსაცმელს შეუძლია შეამციროს თქვენი საძილე ტომრის კომფორტულობა. ასევე ცუდი იდეაა ჯინსებით დაძინება - ეს ქსოვილი ძალიან იოლად ცივდება და ღამე შეიძლება სიცივემ გაგაღვიძოთ. თხელი ქუდი ასევე გამოგადგებათ იმ შეთხვევაში, თუ საძილე ტომრის ქუდი მოუხერხებელია. თუ ძალიან მცივანა ხართ, შეგიძლიათ ცხელი წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ჩადოთ საძილე ტომარაში. ზოგი ადამიანი კოცონთანაც ათბობს საძლე ტომარაას წინასწარ, თუმცა აქ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ ნაპერწკალმა შემთხვევით არ დაწვას.
მთელი დღე სიარულის შემდეგ, თუ ცუდი ამინდია, შეიძლება ძალიან გაიყინო და ერთადერთი რაც ამ დროს გინდა, თბილად ჩააწოლაა. ეს ცუდი იდეაა. დაძინების წინ უმჯობესია ცოტა შეჭამოთ (მონელების პროცესი გარკვეულწილად ათბობს ორგანიზმს). ასევე წაივარჯიშეთ ცოტა და ოდნავ გაახუროთ ორგანიზმი დაწოლამდე. (10-15 ბუქნი საკმარისია. ნუ მიიყვანთ თავს გაოფლიანებამდე). დალიეთ ცოტა წყალი ან ცხელი ჩაი - სისხლის მიმოქცევა ნორმალური იქნება და მაღალ მთაში თავისტკივილით აღარ გაგეღვიძებათ.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანების დიდ უმეტესობას კარავში ძილი არ ეკომფორტულება, გარემოს ხმაურია. იქ თაგვი გაირბენს, აქ ჩიტი გადაიფრენს ერთი ტოტიდან მეორეზე, იქ ტყე შრიალებს... ეს ხმაური ქალაქში მცხვრები ადამიანისთვის ძალიან უჩვეულოა. იქონიეთ თან ყურის საცობები და მშვიდად დაიძინეთ, ყველანაირი ხმაურისგან დასვენებულმა. თუ მაინც გაგაღვიძათ, გახსოვდეთ, რომ საშიში არაფერია და ეს უცნაური და საზარელი ხმები უბრალოდ, ბუნების ხმაურია.
1 გაშალეთ კარავი წესების დაცვით

- შეარჩიეთ კოცონიდან მოშორებული, მაქსიმალურად სწორი ზედაპირი, უმჯობესია ბალახი. ასფალტზე და გრუნტის გზაზე კარვის გაშლა ძალიან ცუდი იდეაა.
- მოარიდეთ ქვები, ლოდები, წვეტიანი საგნები (მაგ. გირჩები). განსაკუთრებით საშიშია წვეტიანი მცენარეების ან ახალგაზრდა ხეების მოჭრილი ღერობი - შეიძლება კარავის ძირი გახვრიტოს
- დააკვირდით, რომ ბანაკის ადგილი არ იყოს ჩაღრმავებული (ასეთ დროს წვიმის დროს წყალი გროვდება და დილით გუბურაში გაიღვიძებთ).
- კარგად დაჭიმეთ გარე და შიდა ტენტი. ისინი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს (წინააღმდეგ შემთხვევაში წვიმისადმი მედეგობა მცირდება და კარავში წყალი ჩამოვა). ძილის დროს ეცადეთ არ შეეხოთ კარვის შიდა კედელს, განსაკუთრებით, როცა წვიმს.
- თუ ზედაპირი დამრეცია, შემაღლებულ მხარეს მოათავსეთ თავი და დაწექით ვერტიკალურად. ჰორიზონტალურად განლაგების შემთხვევაში ზემოთ მწოლიარე ადამიანი აუცილებლად შეაწუხებს ქვედა მხარეს მყოფ ადამიანს.
2. სწორად შეარჩიეთ საგებელი და საძილე ტომარა
3. ჩაიცვით შესაფერისად

4. სანამ დაიძინებთ

5. მოემზადეთ ბუნების ხმების მოსასმენად
