როგორ მოვხვდეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და რა სანახაობები გველოდება.

       

 საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და მისტიურ ადგილს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი განეკუთვნება.

ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მისი საერთო ფართობი 104,933 ჰა-ს შეადგენს. პარკი ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს: ბორჯომი, ხარაგაული, ხაშური, ახალციხე, ადიგენი, ბაღდათი.

როგორ მოვხვდეთ ეროვნულ პარკში?

იმისათვის, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოხვდეთ საჭიროა რეგისტრაციის გავლა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, რომელიც დაბა ხარაგაულსა ( სოლომონ მეფის ქ. N 17) და ბორჯომში (ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. N 23) მდებარეობს. ეროვნული პარკი სულ 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს.

რის მონახულებას შევძლებთ პარკში?

გარდა იმისა რომ, ტერიტორია საოცარი ბუნებით გამორჩეულია, ფიჭვნარები, სოჭნარები, ნაძვნარები და წიწვოვანი ტყეები არაჩვეულებრივ ჰავას ქმნის, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ტერიტორიაზე შეგიძლიათ როგორც ერთ დღიანი ასევე ორ დღიანი ლაშქრობების მოწყობა, საცხენოსნო, საგანმანათლებლო, სათავგადასავლო და საველო ტურებით სარგებლობა.

პ.ს. საცხენოსნო მარშუტების გასავლელად სავალდებულოა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში რეგისტრაციის გავლა.

ტურები ეროვნულ პარკში წლის განმავლობაში ხორციელდება, ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00 - შაბათი-კვირა - 09:00 - 16:00.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %