როგორ ჩაის უნდა ველოდოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?
საქართველოში ყველაზე მეტად ალბათ ლიმონიანი ჩაია გავრცელებული, კიდევ პიტნის ჩაი, სხვადასხვა მთის ბალახების.... ინგლისში თუ ჩაის შვუკვეთავთ, აუცილებლად გვკითხავენ გვინდა თუ არა რძე... მოდი ერთად გადავხედოთ იმ რეცეპტებს, რომლითაც მთელ მსოფიოში ჩაის ამზადებენ და დვფიქრდეთ, ვართ თუ არა მზად უცნობ ქვეყანაში წინასწარი კითხვის დასმის გარეშე ჩაის შესაკვეთად.
ჩაი "მატჩა" უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაის ფოთლებისგან მზადდება.
ეს პატარა ფინჯნებში ჩამოსხმული არომატული სითხე ჩაი დარჯილინგია. მის მოსამზადებლად ჩაის ფოთოლს მაღალმთიან ინდოეთში კრეფენ.
ინგლისური ჩაის ფინჯანში ჩაისთან ერთად რძესაც ამატებენ.
თურქული ჩაი გამჭვირვალე, უყურო ჭიქით მოაქვთ, შარქის გარეშე. შაქარი ნატეხებად უნდა მიატანო. ზოგჯერ შაქრის ნაცვლად კანფეტებია. (საქართველოში ასეთი ჩაი მარნეულის ჩაიხანაში იშოვება).
ტიბეტში ჩაის მწარე გემო აქვს. აქ მას მარილს, ცხიმს და რძეს ურევენ.
მწვანე ჩაი, პიტნა, ცხელი წყალი და პაწაწუნა ჭიქები - ეს მაროკოს ჩაია.
ჩაის შესქელებული რძე და ყინული ემატება, თუმცა შეიძლება ყინულების გარეშე, უბრალოდ ცივიც მოგართვან.
ცხელი, ან ცივი. ტემპერატურას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარი ტაპიოკას ბურთულებია.
ამერიკელებს ტკბილი ჩაი უყვართ, სასურველია ცხელი, ერთი ან რამდენიმე ნაჭერი ლიმონით
პაკისტანური ჩაი "მასალა" სუნელების და ნაღების კარაქის გამოყენებით მზადდება. ეს მსუყე სითხე ძალიან არომატული და ეგზოტიკური დასალევია.
აქაური ჩაი სხვადასხვა ტაილანდური მცენარეების გამოყენებით მზადდება და რძე და ყინული ემატება.
აქაური ჩაი მუქი და მწარეა. ქორწილებსი კი ჰიბისკუსის ჩაის მიირთმევენ.
არგენტინელების საყვარელი ჩაი - მატე - ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით მდიდარი სასმელია.
აქაური მაცხოვრებელები როიბუშს მიირთმევენ. ეს ხასხასა წითელი, რბილი გემოს და არომატის მქონე, ტკბილი სასმელია.
ორჯერ მოდუღებული, რძით და ლერწმის შაქრით - კატარში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ჩაი აქვთ.
მავრიტანიაში ჩაის სამი ჭიქით მოგართმევენ - ნაკლებად ტკბილიდან ძალიან ტკბილამდე.
ჩაის ფოთლები, კარდამონი და შაფრანი - ეს ქუვეითში დამზადებული ჩაია.
თქვენ რომელი ქვეყნის ჩაის მიანიჭებდით უპირატესობას?
იაპონია

ინდოეთი

ინგლისი

თურქეთი

ტიბეტი

მაროკო

ჰონკონგი

ტაივანი

აშშ

პაკისტანი

ტაილანდი

ეგვიპტე

არგენტინა

სამხრეთ აფრიკა

კატარი

მავრიტანია

ქუვეითი
