როგორ დავბრუნდეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ყველა მოგზაურობიდან

 წასვლამდე ჩაატარეთ პატარა კვლევა

8005710-R3L8T8D-900-3121-934x
არაა აუცილებელი მთელი გზამკვლევი დაიზეპიროთ ან ინტერნეტსივრცეში არსებული ყველა წყარო წაიკითხოთ, მაგრამ იმ ადგილზე, სადაც მოგზაურობას აპირებთ ცუდი არ იქნება თუ რაიმე წარმოადგენა გექნებათ.  სად ატარებს დროს ადგილობრივი მოსახლეობა? რას გვირჩევენ ისინი? რომელია მოგზაურთა საყვარელი ადგილები? ყველაფრისთვის მზად ვერ ვიქნებით, მაგრამ ასეთი ინფორმაციის მიხედვით შეგვიძლია იმედგაცრუებები ავირიდოთ თავიდან და ახალი საინტერესო ადგილები აღმოვაჩინოთ.

პატივი ეცით ადგილობრივ კულტურას

8005810-R3L8T8D-900-465-934x
როდესაც ინფორმაციის მოძიებას დაიწყებთ, შეიძლება ისეთი წეს-ჩვეულებები აღმოაჩინოთ, რომელიც ძალიან გაგაოცებთ. ზოგიერთ კონსერვატორულ ქვეყანაში ქალებს კატეგორიულად სთხოვენ არ ჩაიცვან მოკლე კაბები, ზოგიერთ ტაძარში კი მხოლოდ თავსაბურავით უშვებენ და ა.შ.  ზოგიერთ ქვეყანაში საკვებს ხელით მიირთმევენ, ხოლო საკვებში დამატებით მარილის ან/და სანელებლების ჩაყრა უზრდელობად ითვლება. გახვოდეთ რომ თქვენ სტუმარი ხართ და რაც უფრო ტოლერანტული იქნებით სხვისი კულტურის მიმართ, მით უფრო დიდ პატივს გცემენ ადგილობრივები.

ითხოვეთ ნებართვა, სანამ ფოტოს გადაუღებდეთ ადამიანებს

8006010-R3L8T8D-900-mt-woman-png-934x
ეს ძალიან კარგი მეთოდია ადგილობრივი მოსახლეობისადმი პატივისცემის გამოსახატად. ზოგიერთ კულტურაში საერთოდ არ ცნობენ ფოტოგრაფიას და თვლიან ,რომ ფოტოს გადაღებისას სულის ნაწილს კარგავენ. ზოგ ქვეყანაში ადამიანები, რომელსაც ფოტოს უღებ, "ჩაის" ელოდებიან თქვენგან. ხოლო თუ ეს ქუჩის მსახიობი ან ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანია რომელიმე ცხოველთან ერთად და ფოტოგადაღების უფლებას არ გძლევთ, ნუ გაბრაზდებით - წარმოიდგინეთ მის ადგილას თქვენი თავი.

ისწავლეთ რამოდენიმე საკვანძო ფრაზა იმ ენაზე, რომელ ქვეყანაშიც მოგზაურობას აპირებთ

8006110-R3L8T8D-900-650-934x
თუნდაც თქვენი გამოთქმა ძალიან დამახინჯებული იყოს, გახსოვდეთ, რომ არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მოგზაური, რომელიც ცდილობს, შენს ენაზე ილაპარაკოს. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში უფრო კეთილად განეწყობა თქვენს მიმართ. ისეთი მარტივი ფრაზები, როგორცაა "გამარჯობა" და "მადლობა", ყველას შეუძლია ისწავლოს. ან სადმე ჩაიწეროს.

გაიჩინეთ ახალი ნაცნობები

8006210-R3L8T8D-900-135144_kaki2-934x
ყველაზე ძვირფასი რამ, რაც სამოგზაუროდ ყოფნისას შეგიძლია შეიძინო, ახალი მეგობრებია. ახალი მეგობრები, რომლებსაც მერე შენთან დაპატიჟებ,  გაუზიარებთ ერთმანეთს უამრავ საინტერესო რამეს და საბოლოო ჯამში, იმაზე მეტს ისწავლით, ვიდრე აქამდე იცოდით. ხოლო თუ იმავე ქვეყანაში და ქალაქში მეორედ ჩასვლას გადაწყვეტთ, ყოველთვის დაგხვდებათ ადამიანი, რომელსაც ჭიქა ყავაზე გაესაუბრებით, როგორც მინიმუმ.

იყიდეთ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია

8006510-R3L8T8D-900-845-934x
კარგი გიდი თქვენ ნაკლებად გლამურულ სუვენიერების მაღაზიებში წაგიყვანთ, სადაც ხელნაკეთი სუვენირები იყიდება, რომლებსაც ადგილობრივი ხელოსნები ამზადებენ. ჯერ ერთი, ასეთი ნივთები პოპულარულ პლასმასის სუვენირებზე ბევრად უფრო გამძლე და ხარისხიანია, მეორე მხრივ, თქვენ ეხმარებით ადგილობრივ წარმოებას და განვითარებისკენ უბიძგებთ.

ეცადეთ ღამის გასათევად ოჯახში გაჩერდეთ

8006710-R3L8T8D-900-939-934x
არაფერი არ იძლევა იმაზე უფრო ზუსტ პერსპექტივას, ვიდრე ოჯახში სტუმრობა. და არაფერია იმაზე გემრიელი, ვიდრე  ოჯახური სამზარეულო.

გასინჯეთ ადგილობრივი სამზარეულო

8006910-R3L8T8D-900-1038-934x
გადაიფრინო ნახევარი დედამიწა მხოლოდ იმიტომ, რომ მაკდონალდსში ან ბურგერ კინგსი შეჭამო საჭმელი? და ყავა სტარბაქსში დალიო? ნუ შეგეშინდებათ გასინჯოთ ადგილობრივი სამზარეულოს დელიკატესები. თუ ბოლომდე გინდათ კონკრეტული ქვეყნის კულტურაში ბოლომდე ჩაძირვა, მათი საკვების გასინჯვა ნამდვილად აუცილებელია.

მოდუნდით

8007010-R3L8T8D-900-1153-934x
მოგზაურს და ტურისტს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძირეული განსხვავებაა ისაა, რომ ტურისტს ყოველთვის ეჩქარება და ცდილობს, ყველაფრის ნახვა მოასწროს. უცებ სვამს ყავას, ჭამს მორიგ ჰამბურგერს და გზას აგრძელებს.  ნუ მოიქცევით ასე, შეჩერდით, ამოისუნთქეთ და დატკბით იმ გარემოთი, სადაც ხართ.

იყავით სპონტანური

8007210-R3L8T8D-900-1237-934x
მარშუტებს წინასწარ ვადგენთ, მაგრამ ჩვენი შედგენილი მარშუტების შეცვლა ჩვენვე შეგვიძლია. თუ რომელიმე ადგილი, მიმართულება ან აქტივობა უფრო მიმზიდველად გეჩვენებათ, უკანმოუხედვად შეცვალეთ მიზნები.  არაა აუცილებელი აკეთოთ ის, რაც "უნდა აკეთოთ" და რაც "უკვე წერია სიაში" და "აუცილებლად სანახავია". თუ გეჩვენებათ, რომ გრაფიკი ზედმეტად გადატვირთულია, ამოიღეთ რაღაცეები გეგმიდან.

დაიკარგეთ... ეს საინტერსო და სახალისოა

8007310-R3L8T8D-900-1330-934x
ოღონდ სწორად უნდა "დაიკარგოთ". მიეცით საკუთარ თავს საშუალება, თავად გაეცნოს ახალ ქალაქებს. გადადეთ გვერდზე რუკა და მშვიდად გაუყევით უცნობ ქუჩებს.  იბოდიალეთ ქუჩებში, შეიხედეთ მაღაზიებში და უცნობ ეზოებში, დალიეთ ყავა იმ კაფეში, რომელსაც გზად გადააწყდებით და უბრალოდ, დატკბით ახალი აღმოჩენებით.
 

აარჩიეთ ნაკლებად ცნობილი ადგილები

8007910-R3L8T8D-900-1626-934x
ასეთი ადგილები თქვენს საკუთარ ქალაქშიც შეიძლენა იპოვოთ - ნაკლებად ხალხმრავალი პანორამული ხედები, საინტერესო, მაგრამ მიყრუებულ ადგილებში მდგარი შენობები, ტყის ბილიკები, სადაც იშვიათად დადის ტურისტი (გიდის წაყვანა არ დაგავიწყდეთ) დაა.შ. იყავით ამ ყველაფრის "პირველაღმომჩენი" და გადაიღეთ უნიკალური ფოტოები.

ცხოვრებაში საუკეთესო რამეები ჯერ კიდევ უფასოა

8008010-R3L8T8D-900-1723-934x
ისეირნეთ ქუჩებში, ადით გორაზე და ზემოდან დატკბით ხედებით, იცურავეთ ზღვაში ან ოკეანეში. გაისეირნეთ პარკში, შედით უფასო მუზეუმში... ამ ქვეყანაში მოსახვედრად უკვე ისედაც საკმარისი ფული დახარჯეთ, ახლა ის დროა, ცოტა უფასო სიამოვნებებიც გამოიყენოთ.

ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით

8008210-R3L8T8D-900-1822-934x
ეს გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე იაფი მეთოდია, ხოლო გზადაგზა შეიძლება უამრავი საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, აღმოაჩინოთ ახალი მარშუტები და ა.შ.

 

იმოგზაურეთ

8008410-R3L8T8D-900-michael-strong-1487-934x
იმის მიუხედავად, გამოცდილი მოლაშქრე და მოგზაური ხართ, დამწყები ტურისტი თუ ფანატიკოსი მობოდიალე, არ აქვს მნიშვნელოა. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც საკუთარ თავს შეგიძლიათ გაუკეთოთ, მოგზაურობა და იმ სამყაროც გაცნობაა, რომელშიც ვცხოვრობთ.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %