4 გასაოცარი კოტეჯი საქართველოში

უამრავი ადამიანი ცდილობს გაერიდოს ცხელი ზაფხულის დღეებს და ქალაქიდან მოშორებით განიტვირთოს, ჩვენ ქვეყანას კი ამ ყოველივეს დიდი პოტენციალი გააჩნია, იგი გამოირჩევა როგორც ბუნებრივი მრავალფეროვნებით, საზღვაო და სამთო ტურიზმით ასევე უნდა ავღნიშნოთ არსებული ინფრასტრუქტურული წინსვლებიც.

წელს განსაკუთრებული პოპულარობით დამსვენებლებში რამოდენიმე კუთხე სარგებლობს, აღსანიშნავია რომ სწორედ აქ მდებარეობს ყველაზე ცნობილი კოტეჯები რომლებიც საოცარი და არასტანდარტული სილამაზით გამოირჩევა.

გთავაზობთ თითოეულ მათგანს, ისინი ნამდვილად დაიმსახურებენ თქვენს მოწონებას.

 

კოტეჯი ეკო სახლი მერისი/ECO HOUSE MERISI

კოტეჯი მთიან აჭარაში მდებარეობს, ბათუმიდან 50 კმ დაშორებით, აქ დაგხვდებათ: გასაოცარი პანორამული ხედები, ჯაკუზი აივანზე, მინის საძინებელი და სასწაული გარემო ჯადოსნური დასვენებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია სასტუმროს შესახებ იხილეთ აქ

კოტეჯი სოჭი/COTTAGE SOCHI

ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გასაოცარი ხედები, მრავალფეროვანი ბუნება, მშვიდი გარემო, ეს ის მცირედი ჩამონათვალია რასაც ამ ულამაზეს, რაჭაში მდებარე კოტეჯში ეზიარებით.

დამატებითი ინფორმაცია სასტუმროს შესახებ იხილეთ აქ

ჰეშკილის ქოხები/HESHKILI HUTS

ეს გასაოცარი პატარა სახლები სვანეთში, მესტიიდან სულ რაღაც 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სოფელ ჰეშკილში, ამ ულამაზესი ადგილიდან თქვენ შეძლებთ მწვერვალ უშბასა და ლაილას ქედის ხედებით ტკბობას.

დამატებითი ინფორმაცია სასტუმროს შესახებ იხილეთ აქ

GLAMPING GEORGIA

კიდევ ერთი გასაოცარი ადგილი იმისათვის, რომ გაექცეთ დამღლელ და ხმაურიან ქალაქს, თავი შეაფაროთ მშვიდ და წყნარ გარემოს რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში მდებარეობს, თუ გინდათ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად უბრალოდ მოწყდეთ ყოველდღიურ რუტინასა და განიტვირთოთ მაშინ ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა.

დამატებითი ინფორმაცია სასტუმროს შესახებ იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %