ღვინის მარნები კახეთში, რომლის მონახულებაც ნამდვილად ღირს

SHUMI Winery მეღვინეობა შუმი

ღვინის კომპანია ”შუმ“-მა პირველი ღვინო 2001 წელს აწარმოა, მარანი მდებარეობს წინანდალში და ესაზღვრება ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნული სახლ-მუზეუმი. წარმოებული პროდუქციის შეძენას შეძლებთ ადგილობრივ მაღაზიაში.

ტყუპების ღვინის მარანი / Twins Wine Cellar

მარანი აშენდა ოჯახის უძველეს მარანზე და იგი მდებარეობს სოფელ ნაფარეულში, კერძოდ თელავში. მარანში შესაძლებელია ღვინის ტურების ჩატარება, ქართველი და საერთაშორისო ტურისტებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

Shilda Winery • მეღვინეობა შილდა

შილდა ჰოლდინგი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ქართულ ღვინოს და კონიაკს. კომპანია ცდილობს არ დაკარგოს და გააცოცხლოს საფრთხის წინაშე მყოფი ქართული ყურძნის ჯიშები და გააცნოს მსოფლიოს, მისგან დამზადებული სუფთა ღვინო.

მარანი გამორჩეულია არქიტექტურითა და დიზაინით, რაც კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის მას.

Tsinandali Estate - წინანდლის მამული

წინანდლის მამული არის ადგილი, სადაც დაიბადა კლასიკური ქართული მეღვინეობა. პირველად ქართული ღვინო ბოთლში სწორედ აქ ჩამოისხა. 1841 წლის მოსავლის საფერავი და XIX საუკუნის სხვა ისტორიული ღვინოები დღესაც ინახება წინანდლის ენოთეკაში, აქ შესაძლებელია ღვინის სხვადასხვა ვარინტების დაგემოვნება, მარანი ტურისტებს არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიოს მაშტაბით იღებს.

Kvareli Eden - ყვარლის ედემი

„ყვარლის ედემი“ - ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა რომელსაქც აქვს საკუთარიღვინისქარხანა, სადაც 5 სახეობისღვინომზადდება: საფერავი, რქაწითელი, კაბერნე, ქისიდამწვანე, აქ სტუმრობა ნამდვილად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება თქვენთვის განსაკუთრებით კი შემოდგომის სეზონზე, როდესაც მიმდინარეობს ყურზნის კრეფა, ღვინის დაწურვა და ჩურჩხელების დამზადება.

Kardenakhi Winery N1 • კარდენახის მარანი N1

კარდენახის ღვინის ქარხანა წარმოადგენს უნიკალურ მარანს, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა მისი უნიკალურობა ქვევრების უპრეცენდენტო რაოდენობითაა გამოწვეული, აქ შეძლებთ სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინის დაგემოვნებასა და ამავდროულად თქვენთვსი სასურველი ღვინის შეკვეთას/შეძენას.

Dimitri Wine House / დიმიტრის ღვინის სახლი

მარან-მუზეუმი 2005 წლიდან უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს განსაკუთრებულობით, სწორედ აქ არის დაცული I-II საუკუნის დათარიღებული ნივთები, რომლებიც დაკავშირებულია ქართულ ღვინოსა და ყურძნის სხვადასხვა ჯიშებთან.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %