5 ნივთი, რომელიც მოგზაურობისას სახლში უნდა დატოვო

მოგზაურობა ისედაც დამღლელია იმისათვის, რომ ზედმეტი ტვირთი და ნივთები ვატაროთ თან. მოგზაურობისას თავისუფალი უნდა იყო ყველანაირი საზრუნავისგან და ერთადერთი რაზეც უნდა იფიქრო, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნაა. ამიტომ, მოდი სახლში დავტოვოთ ის ყველაფერი, რაც ამაში ხელს შეგვიშლის.

1. ერთ ჩემოდანზე მეტი

Old-Suitcase-with-Travel-Stickers2 დაფიქრდით - ნამდვილად გჭირდებათ ყველა ის ნივთი, რომელიც ამ ჩემოდანში აწყვია? დარწმუნებული ხართ რომ ხუთი სვიტრი და 6 შაქრვალი გჭირდებათ? წასვლის წინ კიდევ ერთხელ გადახედეთ ჩემოდანს და წაიღეთ ზუსტად იმდენი, რამდენი დღითაც მიდიხართ. თანაც, კიდევ ერთი მიზეზი გექნებათ, რომ გზადაგზა იშოპინგოთ.

2. თმის საშრობი/უთო

9-Steps-to-Repair-Your-Damaged-Hair_06 მოგზაურობა და იდეალური ვარცხნილობა ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია. ყველა სასტუმროში აქვთ პატარა თმის საშრობი, რომლითაც თმას უცებ გაიშრობ და შემდეგ შეიკრავ. გამონაკლისი ალბათ მცირე ზომის სამოგზაურო ვარიანტებია, მაგრამ გულწრფელად ვაღიაროთ - ნომერში ზოგჯერ უკეთესი გვხვდება.

3. შინაური ცხოველი

o-PET-TRAVEL-facebook ცხოველის სამოგზაუროდ წაყვანა მხოლოდ ორ შემთხვევაშია გამართლებული  - როცა ის შშმ პირს ემსახურება და როცა სამუდამოდ ტოვებ ქვეყანას. სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ, სისასტიკეა - ცხოველი ნერვიულობს, ეშინია და გარემოს ცვლილებებისგან ისტრესება. რასაკვირველია, არსებობს გამონაკლისებიც, თუმცა ძალიან ცოტა. სანდო ადამიანთან დატოვება ყველაზე კარგი გამოსავალია.

4.  სამ წყვილზე მეტი ფეხსაცმელი

shutterstock_131393606 სამი წყვილი - იმ შემთხვევაში, თუ რაიმე განსაკუთრებული ივენთი იგეგმება მოგზაურობისას. მაგალითად ქორწილი საზღვარგარეთ, ან დაჯილდოება. სხვა შემთხვევაში კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი და ერთი გამოსაცვლელი სრულიად საკმარისია. მთავარი აქ ხარისხია - რომ ხანგრძლივად ხმარებისას ფეხი არ გატკინოს.

5. დიდი ზომის გზამკვლევები

dreaming-of-belize-travel-2868536133-800x533 სმარტფონების ეპოქაში, როცა უამრავი მოსახერხებელი აპლიკაციაა მოგზაურებისთვის, უზარმაზარი, პრიალაფურცლებიანი და საკმაოდ მძიმე წიგნების თრევა როგორც მინიმუმ - მოუხერხებელია. ბოლოს და ბოლოს - ადგილზე იყიდი პატარა გზამკვლევს. როგორც წესი მარშუტები ისედაც წინასწარაა დაგეგმილი. გაუთვალისწინებელ შემთხვევაში კი სმარტფონი ჩვენი მეგობარია. ბედნიერ და მოხერხებულ მოგზაურობას გისურვებთ!

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %