43
რჩევები თუ როგორ მოიქცეთ ტყეში დაკარგვისას
თუ გიყვართ ტყეში ხეტიალი, ლაშქრობებში სიარული, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ 10 რჩევა, რომელიც ტყეში გზის დაკარგვისას გამოგადგებათ.
- უპირველეს ყოვლისა არ უნდა ინერვიულო. არ ჩავარდეთ პანიკაში. შეეცადეთ მიაკვლიოთ სწორ გზას ნაცნობი ადგილების გახსენებით.
- გაიხსენეთ რა შეგხვდათ გზად: ტბა, მდინარე, გზა, უჩვეულო ხე ან ქვა.
- თუ თან გაქვთ მობლური ტელეფონი, აუცილებლად დარეკეთ 112-ში და შეეცადეთ მქსიმალური სიზუსტით აუხსნათ ოპერატორს თუ სად იმყოფებით.
- თუ თან არ გაქვთ კომუნიკაციის საშუალებები ყურადღება გაამახვილეთ ხმებზე. შეიძლება გაიგონოთ : ადამიანის საუბარი, ძრავის ან მდინარის ხმა.
- საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების მიხედვით სცადეთ მაღალ ხეზე აძრომა , საიდანაც შეიძლება დაინახოთ : სახლის ანტენები, ანძები , შენობის სახურავი .
- თუ ვერ ახერხებთ ორიენტირებას უკეთესია მიხვიდეთ მდინარესთან და დაეშვათ მისი დინების მიმართულებით.
- ხელთ მოიმარჯვეთ დიდი ჯოხი.
- თუ აღმოჩნდით ჭაობში , შეშინებულმა არ დაიწყოთ ფართხალი, ფრთხილად, ჯოხზე დაყრდნობით , ნელ-ნელა სცადეთ ამოსვლა , ჰორიზონტალურად, მოეკიდეც მცენარეს ან ქვას.
- თუ ტყეში დაიკარგა თქვენი მეგობარი სჯობს დარეკოთ 112-ში, რადგანაც მისი ძებნისას შეიძლება თავად დაიკარგოთ ან ღმოჩნდეს, რომ ფუჭად დაკარგეთ დრო.
- გახსოვდეთ, რომ ყველა ტყეს აქვს საზღარი, რომელიც დასახლებულ პუნქტთან მიგიყვანთ.