5 ევროპული ქალაქი, რომელიც შემოდგომის ფერებში უნდა ნახო

1. ბრიუგე, ბელგია

ბელგიის ამ უძველეს ქალაქს სხვანაირად ჩრდილოეთის ვენეციასაც ეძახიან.  არხების და ხიდების ქალაქი, რომელიც შემოდგომაზე ულამაზესი ფერებით იფარება, მდინარეც ფერადდება და ჰაერში შემწვარი წაბლის სურნელი ტრიალებს. ბრიუგე

 

ცნობილი ბელგიური შოკოლადით დამზადებული ცხელი შოკოლადის გასასინჯად შედარებით ცივი სეზონი ჯობია. დამღლელი ტურისტული დღის შემდეგ კაფეში ჩამოჯდომა და ცხელი სასმელის დალევა დღის საუკეთესო მოგონებად დარჩება.

Bruges-Belgium

 

2. რომი, იტალია

 

იტალია

რომი ყველა სეზონზე ულამაზესია, თუმცა თუ მონახულებას გადაწყვეტთ, სექტემბერ-ოქტომბერი მშვენიერ ამინდებს და გადასარევ ფერებს გპირდებათ.

ამ დროს აღარაა ის სულისშემხუთველი სიცხე, რაც ამ ქალაქს ახასიათებს ზაფხულობით. შეგიძლია მშვიდად გაისეირნო ქუჩებში.

3. სტოკჰოლმი, შვედეთი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი მკაცრი კლიმატითაც გამოირჩევა. არასწორ სეზონზე ჩასული ტურისტი შეიძლება სასტუმროსნომრიდანაც ვერ გამოვიდეს სიცივის გამო. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო დრო ივნისი-აგვისტოა, ადრეული შემოდგომის სტოკჰოლმს ტურისტების მოგონებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ქალაქის ლამის ერთი მესამედი პარკებს და ბაღებს უჭირავს, რომლებიც შემოდგომის მოსვლასთან ერთად ქალაქს განუმეორებელი ფერებით რთავენ.

სადაც არ უნდა წახვიდე, რომელ კუთხეშიც არ უნდა შეუხვიო, ყველგან ოქროსფერი ფერები დაგხვდება.

4. დუბროვნიკი, ხორვატია

ადრიატიკის ზღვის მარგალიტი. შემოდგომის სეზონზე ზღვა ჯერ კიდევ თბილია იმისათვის, რომ იცურო, პლიუს, ტურისტების ნაკადი თხელდება. სასტუმროების ფასი სექტემბრიდან კლებას იწყებს.

ღვინის ტურების სეზონი აქ სექტემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. დუბროვნიკიდან მანქანით 1 საათის სავალზე მდებარე ვენახებში ტურისტებს შეუძლიათ არამარტო დაესწრონ ყურძნის კრეფას, არამედ მონაწილეობაც მიიღონ და ადგილობრივი ღვინოები დააგემოვნონ.

5. მიუნხენი, გერმანია

ოქტობერფესტი - ლუდის ფესტივალი არსად არაა ისეთი დიდი, ხმაურიანი და კარგად ორგანიზებული, როგორც მიუნხენში. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ლუდის ფესტივალების ტრადიციას. პირველი ოქტობერფესტი 12 ოქტომბერს, 1810 წელს გაიმართა, როცა ბავარიის მომავალი მეფემ ლუდვიგ პირველმა საქსონიის პრინცესაზე  იქორწინა. დროთა განმავლობაში ოქტობერფესტმა სექტემბერში გადმოინაცვლა,  წელს კი 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თუ ფესტივალს ვერ ჩაუსწრებთ, არც ესაა პრობლემა. აქაური ლუდისბარები მუდმივად სავსეა გემრიელი ლუდის მოყვარული ტურისტებით.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %