როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე
გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. თუმცა უშუალოდ მასზე მოხვედრის გზა ბევრმა არ იცის. როგორ ავიდეთ გომის მთაზე - გურულმა ხვიჩა ყაზაიშვილმა მთაზე მოხვედრის მსურველებს სოციალურ ქსელში რამდენიმე გზა ურჩია. მის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:
"გომის მთიდან, როგორც ცხენებით, ისე ფეხით შეგიძლიათ ბახმაროში გადასვა. ახლა კი, იმას დავწერ, როგორ ახვიდეთ იქ.
1) თუ თბილისიდან მიდიხართ, პირველი და მარტივი გზა არის შემდგი: "ვაგზლიდან" მიჰყვებით თბილისი-ოზურგეთის მატარებელს(რომლის ბილეთები არც ისე ძვირი ღირს, თუ სტუდენტი ხართ, მითუმეტეს), რომელიც საღამოს 10-ის ნახევარზე გადის და ოზურგეთში დილის 6 სააათზე იქნებით. ქალაქის დასათვალიერებლად გექნებათ 1 საათი, დაახლოებით 07:30 წუთზე კი ავტოსადგურიდან გაჰყვებით შემოქმედის მარშუტკას(შემოქმედი, გომი), 50 თეთრს გამოგართმევთ და 30 წუთში მიგიყვანთ ჰესთან, სადაც გამოივლის ყველა მანქანა, რომელიც გომის მთაზე მიდის. გურულები და ჩვენი გავლენით იქ დამსვენებლებიც ძალიან გულისხმიერი ხალხია, დიდი ხნით ცდა არ მოგიწევთ, აუცილებლად გამოივლის მანქანა, რომელიც, დაახლოებით, 40 წუთში აგიყვანთ გომის მთაზე.
2) სამარშრუტო ტაქსი ან ავტობუსი ოზურგეთიდან პირდაპირ გომის მთაზე არ მიდის, მაგრამ ქობულეთიდან კი, მარშუტკა დაახლოებით 14:00 საათზე არის შემოქმედში, 10 წუთით ადრე ოზურგეთში და შეგიძლიათ მას გაჰყვეთ, მაგრამ ბევრი თავისუფალი ადგილი არ ექნება.
3) თუ დილით ჩამოხვედით ოზურგეთში და ეს ვარიანტი არ მოგწონთ და გსურთ მალე ახვიდეთ, ოზურგეთიდან ტაქსი 50 ლარი დაგიჯდებათ(შევაჭრების შემთხვევაში 40 ან ნაკლბი), რომელიც 50 წუთში აგიყვანთ გომის მთაზე. პ.ს. შეგიძლიათ ტაქსით ჰესამდე ახვიდეთ, რომელიც 10-12 ლარი დაგიჯდებათ, ჰესიდან კი გამომვლელი მანქანის იმედად, რომელიც აუცილებლად მოვა, არც ისე დიდ დროში.
4) თუ საღამოს მუშაობდით ან შეგეზარათ წამოსვლა, დილით შეგიძლიათ მარშუტკით ან ავტობუსით წამოსვლა ოზურგეთში, რაშიც 15 ლარს გადაიხდით, დაახლოებით 4 საათზე ოზურგეთში იქნებით, 5-ის ნახევარზე გაჰყვებით მარშუტკას, რომელიც ჰესთან მიგიყვანთ. ამ დროსაც კარგი შანსი გექნებათ, რომ გომის მთაზე უპრობლემოდ ახვიდეთ.
5) ყველაზე იაფი გზა არის თბილისიდან დილის მატარებლით წამოსვლა (კარვით), 6 ზე იქნებით ოზურგეთში.კარავი გექნებათ, სადაც გინდათ დადგამთ, დარჩებთ. დილით კი, მარშუტკას გაჰყვებით ჰესამდე და ისე ახვალთ.
6) შეგიძლიათ ბათუმის მატარებელს გამოჰყვეთ ურეკამდე, ურეკიდან 2 ლარად ოზურგეთში მარშუტკით(15-20 ლარი ტაქსი), გაითვალისწინეთ, ოზურგეთიდან ჰესამდე მარშუტკა დილით 07:30-სა და მერე 16:30 წუთზე გადის. თუმცა დიდი პრობლემა არც სხვა დროს შეგექმნებათ ჰესამდე ასასვლელად.
7) თუ ბათუმიდან გინდათ გომის მთაზე ასვლა, მარშუტკები დღის განმავლობაში სულ დადის(დაახლოებით 1 სააათი სჭირდება ოზურგეთამდე და 5 ლარი ღირს), ასევე მატარებელს შეგიძლიათ გამოჰვეთ, 80 თეთრად საღამოს 6-ის ნახევარზე. იგივე მატარებელი ბათუმის მიმართულებით ოზურგეთიდან დილის 8-ის ნახევარზე გადის. ასევე, შეგიძლიათ ქობულეთში ჩასვლა და იქიდან პირდაპირ გომის მთისკენ წასვლა მარშუტკით,დაახლოებით 13:00 საათზე გამოვა ქობულეთიდან მარშუტკა.
კარვით დარჩენა გომის მთაზე შეგიძლიათ, თბილი ტანსაცმელი დაგჭირდებათ. თუ კარავი არ გექნათ და დარჩენას გადაწყვეტთ, პრობლემა არც ეგ იქნება, შეგიძლიათ სთხოვოთ იქ მყოფ პოლიციელებს ან გომის მთის ყარაულს(ვისი პოვნაც არ გაგიჭირდებათ) და ღამით გარეთ არავინ დაგტოვებთ.
გზად შეგიძლიათ მოინახულოთ სოფელი შექმოქმედი, შემოქმედის ეკლესია, ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი, ბჟუჟ-ჰესი და ჰესის კაშხალი, იბანავოთ მდინარე ბჟუჟში, დატკბეთ ბჟუჟის ხეობის სიმწვანით " - წერს ხვიჩა ყაზაიშვილი.
მათ კი, ვისაც გომის მთაზე ჯგუფთან ერთად წასვლა გირჩევნიათ, გომის მთაზე ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ.