5 რჩევა მადრიდში მოგზაურობისთვის

გაიხედეთ ესპანური კლიშეების მიღმა

მადრიდი დღითიდღ უფრო მრავალფეროვანი ქალაქი ხდება. მოსახლეობის 11%-ს შეადგენენ ადამიანები, რომლებიც არ დაბადებულან ესპანეთში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მადრიდში ვიზიტისას დააგემოვნოთ ნამდვილი ჩნური სამზარეულოც, ესტუმროთ ევროპაში ყველაზე დიდ მეჩეთს, იცეკვოთ ჰიპ-ჰოპი კილიმანჯაროს ღამის კლუბში და ა.შ.

მადრიდი

ისაუბრეთ საკვებზე

ესპანელებს უყვართ საკვებზე საუბარი. მადრიდში ხშირად მოისმენთ დიალოგს იმის შესახებ, თუ რა მიირთვეს წუხელ, რას ჭამენ დღეს, რომელი ფირმის ლორია საუკეთესო და ა.შ. ასე რომ, თუ კომუნიკაციის დამყარება გსურთ, თამამად შეგიძლიათ საუბარი საკვებზე წამოიწყოთ.

მზად იყავით გრძელი ღამეებისთვის

მადრიდელებს უყვართ ღამის ცხოვრება. აქ ვახშამს საღამოს 10 საათამდე არ მოგართმევენ, ღამის კლუბში წასვლა კი ღამის 2 საათის შემდეგ შეგიძლიატ დაგეგმოთ. კვირაობით ქალაქში საცობები დილის 7 საათიდან შეგხვდებათ, თუმცა ეს ეკლესიაში მიმავალი ხალხი ნამდვილად არ იქნება.

დაივიწყეთ Flea Market-ები

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გირჩევთ საკვირაო ბაზრობებზე დასწრებას, შეგიძლიათ მშვიდად დაივიწყოთ ეს რჩევა. Flea Market-ებზე ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი ნივთები, როგორც წესი უსარგებლოა. სანაცვლოდ შეგიძლიათ კვირის დღეებში შეიაროთ ანტიკვარიატის მაღაზიებში და არაერთი საინტერესო ნივთი შეიძინოთ, ავეჯით დაწყებული და ბარათებით დამთავრებული.

გაისეირნეთ მდინარეზე

მადრიდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მწვანე ქალაქს. თუმცა მაინც შეიძლება საინტერესო ადგილის მოძებნა. ეს გახლავთ Madrid Rio-ს პროქტი, რომელიც 2011 წელს გაიხსნა. მდინარის გასწვრივს 5 მილის მანძილზე გაშენებულია ბაღები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედნები, აუზები და შადრევნები.

მადრიდი

 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %