თბილისიდან ერთდღიანი გასვლის იდეები

ხშირად, ქალაქგარეთ ერთი, თუნდაც ნახევარი დღეც კმარა, ენერგიის აღსადგენად და ბუნებაში სასიამოვნოდ გატარებული დროისთვის. გთავაზობთ, რამდენიმე მიმართულებას, რომელიც ქალაქთან საკმაოდ ახლოსაა და მარტივია მოხვედრა.

სამშვილდე

სამშვილდე ქვემო ქართლში მდებარეობს და ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქია, რომელიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ადგილზე მისასვლელად ერთი საათი დაგჭირდებათ. გზად შეგიძლიათ გადაუხვიოთ კუმისის წყალსაცავისკენ, ტბისისკენ ან თრიალეთის გეგმარებითი ეროვნული პარკიც მოინახულოთ.

ჭილის ტბა

ჭილის ტბა ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც, 20 კილომეტრშია. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, ითევზაოთ, ისიამოვნოთ ბუნებით ან დაეშვათ ზიპლაინით. გაითვალისწინეთ, რომ მართალია ტბასთან სამანქანო გზა მიდის, თუმცა ბოლო მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი მისვლა. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ მანქანა დატოვოთ და ფეხით გააგრძელოთ გზა.

მცხეთა

საქართველოს ყოფილ დედაქალაქში ალბათ ადამიანების უმრავლესობა ნამყოფია, თუმცა მცხეთაში და მის შემოგარენში იმდენად ბევრია სანახავი, არის ალბათობა, რაღაცეები გამოგვრჩენია. თუ ბუნებაში გსურთ დროის გატარება, ესტუმრეთ საგურამოს ნაკრძალს, წოდორეთის ტბას ან მუხათგვერდის ტბას. კულტურული ძეგლების სანახავად: შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსს, არქეოლოგიურ მუზეუმს მცხეთაში, არმაზის ციხეს, ჯვრის მონასტერს და რათქმაუნდა სვეტიცხოველს.

ქოროღლის ციხე

ქოროღლის ციხე თბილისის ცენტრიდან 23 კმ-შია, თუმცა მოულოდნელად, თქვენს წინ ულამაზესი ხედები იშლება. კოჯრის ციხე მტრისგან თავდასაცავადაა აშენებული, ვულკანური წარმოშობის მთის წვერზე.

ქვათახევის მონასტერი

ქვათახევის მონასტრამდე დედაქალაქიდან 1 საათის სავალი გზაა. მონასტერი XII-XII საუკუნეების ძეგლია, რომელიც ამ დროს უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა.

საბადურის ტყე

საბადურის ტყე, ნებისმიერ სეზონზე პოპულარულია, თუმცა იმდენად დიდია, რომ ყველა სტუმარს იტევს. შემოდგომაზე საოცარი ფერებია, ზამთარში ლაპლანდიისკენ მიმავალ გზას მოგაგონებთ, გაზაფხულს სწორედ აქ შეიგრძნობთ, ზაფხულში კი- გრილად გაატარებთ დღეს.

თბილისის მდებარეობა, იძლება საშუალებას ერთ საათამდე მოკლე დროში თავი შორეულ ბუნებაში იგრძნოთ. თქვენ სად გაატარებდით დღეს?

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %