სად შევხვდეთ ახალ წელს - 10 საუკეთესო ადგილი

ახალი წელი წელიწადში ერთხელ აღინიშნება, ამიტომაც ეს დღესასწაული განსაკუთრებით დასამახსოვრებელი უნდა იყოს. გართობა, ფეიერვერკები და საუკეთესო სადღესასწაულო განწყობა - ეს ყველაფერი 31 დეკემბრის ღამეს დაუვიწყარს ხდის. გთავაზობთ იმ 10 საუკეთესო ადგილს, სადაც ახალი წლის შეხვედრა ნამდვილად შთამბეჭდავი და განუმეორებელი ქინება.

 

ნიუ იორკი

 

ახალი წლის ღამეს ნიუ იორკში არსებულ ატმოსფეროს ძნელად თუ გაუწევს კონკურენციას რომელიმე ქალაქი. თაიმს სქვერზე შეკრებილი მილიონობით ადამიანი და ცნობილი მუსიკოსები და, რაც მთავარია, ციდან დაშვებული უზარმაზარი ბროლის ბურთი. ამ ყველაფერს კი თავისუფლების კუნძულზე გრანდიოზული ფეიერვერკი აგვირგვინებს

 

NEW YORK, NY - JANUARY 1: People celebrate as the stroke of midnight rings in the new year in Times Square on January 1, 2013 in New York City. Approximately one million people are expected to ring in the new year in Times Square. (Photo by Monika Graff/Getty Images)

 

რიო დე ჟანეირო

რიო დე ჟანეირო ახალი წლის ღამე კარნავალის შემდეგ რიგით მეორეა გრანდიოზულ დღესასწაულებს შორის. ცნობილი კოპაკაბანას პლაჟი ახალი წლის ღამეს 2 მილიონზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. ცოცხალი მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები, რომელსაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფეიერვერკი ასრულებს.

 

rio-de-janeiro

 

სიდნეი

სიდნეიში ახალი წლის ორი რამის გამოა განსაკუთრებული: პირველი იმიტომ, რომ ესაა ქალაქი, სადაც პირველად შემოდის ახალი წელი. მეორე კი იმიტომ, რომ სიდნეის აქვს ყველაზე დიდი ფეიერვერკები მსოფლიოში. პირველად ფეიერვერკებს საღამოს 9 საათზე უშვებენ, შემდეგ კი შუაღამისას. სიდნეის საახალწლო ღონისძიებები გამოირჩევა საჰაერო და წყლის შოუებითაც.

 

OperaSydney-Fuegos2006-342289398

 

ედინბურგი

ედინბურგში ახალი წლის ღონისძიებები 30 დეკემბერს იწყება და 3 დღის განმავლობაში გრძელდება. ქუჩებში მასობრივი მსვლელობები და ღონისძიებები იმართება. ახალი წლის დადგომისას კი ედინბურგის ციიდან 4.5 ტონა პიროტექნიკით უშვებენ ფეიერვერკს.

 

edinburgh

 

ლონდონი

ლონდონში ახალ წელს ისე ხვდებიან, როგორც მხოლოდ ლონდონელებს შეუძლიათ. აღლუმი, კოსტუმირებული მოცეკვავეები, დედოფლის პროცესია, სინათლის შოუ და ფეიერვერკები.

 

London-Fireworks_2440114k

 

ჰონგ კონგი

ჰონგ კონგი გამოირჩევა ფეიერვერკების მასშტაბურობით, რომელიც ყოველ წელს იზრდება. პიროტექნიკით შექმნილი გველეშაპი ჰონგ კონგის ცაზე ანათებს. ნიუ იორკი პატივსაცემად კი აქაც ანთებენ უზარმაზარ ბროლის ბურთს.

 

hong-kong

 

ბერლინი

გერმანიის დედაქალაქში საახალწლო ეპიცენტრი ე.წ "ფართების გამზირია" - ორკილომეტრიანი მონაკვეთი ბარებით, მაღაზიებით, ლაზერ შოუებით, ვიდეო ეკრანებით და მუსიკით. ახალი წლის დადგომის შემდეგ სტუმრები საცეკვაო მოედნებზე ინაცვლებენ, სადაც გართობა დილამდე მიმდინარეობს.

 

berlin-new-year-eve

 

ლას ვეგასი

ადგილი, სადაც ახალი წლის ღამეს გასართობი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ამ დღეს ლას ვეგასის ცენტრალური ქუჩები ავტომანქანებისაგან თავისუფლდება და ის მთლიანად ცოცხალ შემსრულებლებს, ლაზერ შოუებს და ფეიერვერკებს ეთმობა. ახალი წლის ღამით ლას ვეგასის ბარებში და კლუბებში განუსაზღვრელი რაოდენობის კონცერტები იმართება.

 

Las-Vegas-New-Years

 

ბაჰამი

ბაჰამის კუნძულებზე ახალი წლის ღამე განსაკუთრებით საინტერესოა. ჯანკანუს ქუჩაზე სადღესასწაულო ღონისძიებები აერთიანებს მუსიკას, ქუჩის შემსრულებლებს, ფერად კოსტუმებს...ეს ნადმვილი სადღესასწაულო აღლუმია, რომელიც 1 იანვარსაც გრძელდება.

 

1397018621-new-years-junkanoo-festival-in-nassau--bahamas_4420952

 

ახალი ორლეანი

ახალ ორლეანში ახალი წელი ფეიერვერკით გამოირჩევა, რომელიც 15 წუთს გრძელდება მდინარე მისისიპის გასწვრივ. ამის შემდეგ ადგილობრივები ბურბონის ქუჩასა და ლათინურ კვარტალში ინაცვლებენ სადაც ბარებში დღესასწაულის აღნიშვნა დილამდე გრძელდება.

 

new-orleans    

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %