14 ნივთი, რომელიც ყველა მოგზაურის ხელბარგში უნდა იყოს

5. ყურსასმენები - არასოდეს იცი, ვინ მოხვდება შენს გვერდით სავარძელზე, ან როდის დაიწყებს ჭირვეული ბავშვი ტირილს.
6. ფოტოკამერა - ბარგში კამერის ჩაბარება არც ისე კარგი იდეაა. არასოდეს იცი, რისი გადაღება მოგინდება. მგზავრობისას, როცა დრო გაქვს, შეიძლება ფოტოების გადასათვალიერებლად და დასახარისხებლადაც მოიცალო. როგორც წესი მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების 1/4 მაინც წასაშლელია. ან ბევრი ერთნაირი კადრია და საუკეთესოს არჩევას საჭიროებს.
7. მაკიაჟის ჩანთა- სადაც ყველაზე-ყველაზე აუცილებელი ნივთები დევს. მათ შორის travel size სახის კრემი და ჰიგიენური პომადა. აქვე - ტკივილგამაყუჩებელი და ის წამლები რაც შეიძლება უცებ დაგჭირდეს.
8. ლეპტოპის დამტენი.
9. სასუსნავი - რაიმე მცირე ზომის და კალორიული. ტკბილი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა, გაძლევს ენერგიას და საერთოდაც, გემრიელია.
10. დამატებითი ბატარეა მობილურისთვის - თანამედროვე სმარტფონები უამრავ ფუნქციას ასრულებენ იმისათვის, რომ უყურადღებოდ დატოვოთ და დამატებითი ენერგიის წყარო არ გაითვალისწინოთ.
11. საფულე და დოკუმენტები.
12. საღეჭი რეზინი - ყურების დაგუბების საუკეთესო წამალია აფრენისას და დაფრენისას საღეჭი რეზინის ღეჭვა.
13. ხელის სადეზინფექციო საშუალება - ტურისტის საუკეთესო მეგობარი.
14. დამატებითი მაისური/ჟაკეტი - კონდიცირებას რომ თავი დავანებოთ, არასოდეს იცი, რითი შეიძლება უცებ დაგესვაროს ან/და გამოსაცვლელი გაგიხდეს.
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!