25 December 2015
  • 390 ნახვა

მესკალტიტანი: ქალაქი-კუნძული მექსიკაში

მესკალტიტანი, იგივე მესკალტიტან-დე-ურიბე მექსიკაში, სანტიაგო-იქსკუინტლას მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  ქალაქი ცივილიზაციისგან მოშორებით, იმავე დასახელების კუნძულზეა გაშენებული. კუნძულის გარშემო უმეტესად ჭაობიანი ნიადაგია, ულამაზესი პეიზაჟებით. მრავალრიცხოვანი არხები, რომლებიც ლაბირინთებს ქმნიან და ფერად-ფერადი მგალობელი ჩიტები, რომლებიც არხების გარშემო ცხოვრობენ, განსაკუთრებულ კოლორიტს ანიჭებენ ქალაქს.   mexcaltitan-001   mexcaltitan-003 თვითონ კუნძული საკმაოდ მომცროა - მაქსიმალური დიამეტრი 400 მეტრია. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით 818 ადამიანს შეადგენდა. კუნძული დასახლებული პუნქტებიდან საკმაოდ მოშორებულია. ქალაქის დასახელება მესკალტიტანი ნაუატლების ენიდან ითარგმნება , როგორც "ადგილი, სადაც უამრავი მესკალია". მესკალი ტრადიციული სპირტიანი სასმელია, რომელსაც ლურჯი აგავას წვენისგან ამზადებენ. მიუხედავად ასეთი მჟღერი დასახელებისა, ქალაქი ძალიან მშვიდი და წყნარია, ხოლო სასამელი ზუსტად იმდენივეა, რამდენიც მექსიკის სხვა ქალაქებში.   mexcaltitan-005 mexcaltitan-007 კუნძულის შესახებ  ბევრი ადგილობრივი ლეგენდა არსებობს. მათ შორის, იძახიან ,რომ ის უძველესი ქალაქის, აცტლანას ადგილზეა აშენებული. ითვლება, რომ ამ ქალაქიდან 1091 წელს წავიდნენ აცტეკები უკეთესი საცხოვრებელი ადგილების საძიებლად და სამხრეთით გადასახლდნენ იქ, სადაც ახლა თანამედროვე მეხიკოა. მეორე ლეგენდის თანახმად, აცტეკები ამ ადგილს ხანგრძლივი მოგზაურობების დროს ღამის სათევ ბანაკად იყენებდნენ. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ექსპედიციებისა და არქეოლოგიური გათხრებისა, ეს ლეგენდები არ დასტურდება. ქალაქის მოსახლეობა უმეტესად თევზის და კრევეტების ჭერითაა დაკავებული. ხოლო წვიმების სეზონზე, რომელიც აგვისტოდან სექტემბრამდე გრძელდება, წყლის დონე იმატებს, ქალაქის პატარა ქუჩები წყლით ივსება და ქალაქი ვენეციას მოგვაგონებს. მიუხედავად ასეთი საინტერესო ადგილისა, ტრანსპორტის გამართული სისტემის არარსებობის გამო ტურიზმი აქ ცუდადაა განვითარებული და ტურისტებიც ნაკლებად ჩადიან.   mexcaltitan-008 mexcaltitan-009 mexcaltitan-012 კუნძულზე 8-29 ივნისს ყოველწლიური 2 გრანდიოზული კარნავალი იმართება პეტრე და პავლე მოციქულების საპატივსაცემოდ. ამ დღეებში მესკალტიტანის თითქმის ყველა მაცხოვრებელი ეროვნულ კოსტიუმებს იცვამს, ვარცხნილობებში ფერად ბუმბულებს იწნავს და მთელი ქალაქი ერთ დიდ დღესასწაულად იქცევა. საზეიმოდ აღინიშნება კრევეტების ჭერის სეზონის გახსნაც, რომელის დროსაც დიდი მსვლელობა ეწყობა თევზსაჭერი გემებით. mexcaltitan-014 mexcaltitan-016 mexcaltitan-024 mexcaltitan-025 mexcaltitan-027  
მსგავსი
31 March 2016

Tapati - გიჟური ფესტივალი იზოლირებულ კუნძულზე

როდესაც უახლოესი მეზობელი 2 000 კმ-თაა დაშორებული, გაქვს კარგი ფანტაზია, შენს ხელთაა ბანანის ხისგან გაკეთებული ტობოგანები, ბალახიანი ციცაბო ფერდობები ...

21 January 2016

El Peñon De Guatape - 200-მეტრი სიმაღლის ლოდი კოლუმბიაში

კოლუმბიის ქალაქ გუატაპეს მახლობლად 200-მდე მეტრი სიმაღლის უზარმაზარი ლოდი დგას, რომელსაც ერთ დროს ტაჰამიეს ტომის ინდიელები სცემდნენ თაყვანს და საკუთარ...

25 December 2015

მესკალტიტანი: ქალაქი-კუნძული მექსიკაში

მესკალტიტანი, იგივე მესკალტიტან-დე-ურიბე მექსიკაში, სანტიაგო-იქსკუინტლას მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  ქალაქი ცივილიზაციისგან მოშორებით, იმავე დასახელე...

07 November 2015

ყველაზე მისტიკური ადგილი კოლუმბიაში

შენობა საშინელებათა ფილმს გაგახსენებთ, სასახლეს, სადაც აჩრდილები ბუდობენ.  1920 წელს არქიტექტორმა  კარლოს არტურომ ფრანგულ სტილში სასახლის მშენებლობა დ...

12 October 2015

უჩვეულო სასტუმრო მთაში

ჩილეში, ერთ უჩვეულო სასტუმროს მთის ფორმა აქვს, რომლის შემხედვარე გეგონება, რომ ეს–ესაა ლავა ამოიფრქვევა.  ლავა პერიოდულად მართლაც ამოედინება, ოღოდ წყლ...

11 October 2015

მარმარილოს ულამაზესი გამოქვაბული

ბუენოს-აირესი  მყინვარული წარმოშობის ტბა , ჩილესა და არგენტინის საზღვარზე,  ზღვის დონიდან 215 მეტრზე მდებარეობს.  ტბის წყალის ნაწილი წყნ...

05 October 2015

ლოს-გლასიარესის მყინვარების ეროვნული პარკი

ლოს-გლასიარესი არის სიდიდით მეორე პარკი არგენტინაში სატაგონიას სანტა–კრუსის  პროვინციის ტერიტორიაზე, რომელიც  დაარსდა 1937 წელს და  მისი ფართობი 4459 ...