ლოს-გლასიარესის მყინვარების ეროვნული პარკი
ლოს-გლასიარესი არის სიდიდით მეორე პარკი არგენტინაში სატაგონიას სანტა–კრუსის პროვინციის ტერიტორიაზე, რომელიც დაარსდა 1937 წელს და მისი ფართობი 4459 კმ²-ია.
ეს არის ყველაზე დიდი გამყინვარების ყინულის მასივი ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვანი მასივების შემდეგ.
არგენტინის ქედის ამ მხარეში მშრალი სტეპის კლიმატია, აქ საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,5 ° C. ამ პარკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს 1466 კმ².–ის ტბა "არგენტინო", ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში 1 100 კმ² –ის ტბა "ვიედმა". ეს ორი ტბა კვებავს სანტა–კრუსის მდინარეს, რომელიც მიედინება ატლანტიკის ოკეანის ნაპირებში. ტერიტორიაზე ბინადრობს ნაცრისფერი მელა, რომელსაც ემუქრება გადაშენება ცხოველების ინდუსტრიაში გამოყენების გამო . მყინვარებისა და პატაგონიის ველს შორის გამორჩეული ნაყოფიერი მიწაა, სადაც მდებარეობს მაგელანის ტყის ნაწილი და აქ იზრდება ხის სხვადასხვა სახეობები. ამ ადგილებში სახლობენ ირმები და იხვები.




















სამხრეთ ამერიკა
05 ოქტომბერი 2015

15182
გაზიარება





