turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

მარტოობის კუნძული ისლანდიაში

კუნძული ელიდაეი ისლანდიის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს და ვესტმანის კუნძულების შემადგენლობაში შედის. კუნძულზე ერთადერთი სახლი დგას, რომელიც ფოტოც ძალიან პოპულარული და ვირუსული გახდა.  ადამიანების დიდ უმეტესობა ერთი თვალის შევლებით იცნობს ამ ადგილს. ellidaey-island-002ellidaey-island-003   ellidaey-island-005კუნძულის ფართობი დაახლოებით 0.45 კვადრატული კილომეტრია და სიდიდით მესამეა ვესტმანის კუნძულებს შორის. ითვლება, რომ ეს კუნძული ვულკანის მოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბდა 6-5 ათასი წლის წინ. პაწაწინა კუნძული მკვეთრად დაქანებული ციცაბო ფერდობებით გამოირჩევა. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი ჩრდილო სანაპიროზე, 145 მეტრზე მდებარეობს. აქ მოხვედრა შესაძლებელია ნავით, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთ ნაპირთან მიგიყვანთ, იქიდან კი უკვე თოკების დახმარებით, კლდეებზე უნდა ახვიდეთ.კუნძულზე შეიძლება მსხვილფეხა რქოსან საქონელს გადაეყაროთ. გარდა ამისა, აქ ათასობით ფრინველი ბუდობს. არის ფრინველების ბაზარიც - ათასობით ფრინველი ერთად იყრის თავს, ბუდობას და შთამომავლობას ზრდის. ერთადერთი სახლი აქ 1953 წელს ააგეს, მას შემდეგ არაერთხელ გადააკეთეს და რესტავრაცია ჩაუტარეს. ახლა ის ყველა მსურველისთვის ღიაა, ვისაც მარტოობა, დასვენება და განტვირთვა სურს.ellidaey-island-006ellidaey-island-008ellidaey-island-010ellidaey-island-011travel-essentials-numbered1
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
32 %