turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ბუტჩარტის საოცარი ბაღები, ვანკუვერი, კანადა

ბუტჩარტის ბაღები კანადაში, ვანკუვერის კუნძულზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელი ყავს. ულამაზესი მწვანე გაზონები, ყვავილნარები, სადაც ცისარტყელას ყველა ფერის ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევენ, შადრევნები, ორიგინალური სკულპტურები, მოჩუხჩუხე წყაროები და დიდი, გაბარჯღული ხეები ისაა, რაც აქ დაგხვდებათ. ეს სილამაზე კი ერთი ოჯახის მიერ გაშენებული ბაღით დაიწყო. butchart-001   butchart-002 მეოცე საუკუნის დასაწყისში ბუტჩაარტების ოჯახმა, როლებსაც უარავი მაღარო ქონდათ საკუთრებაში, გაუქმებული მაღაროს ადგილას "ჩაძირული ბაღის" გაშენება გადაწყვიტეს. გარშემო მიწებიდან ნაყოფიერი მიწა მოიტანეს, კარიერი ამოავსეს და ბაღის გასაშენებლად მოამზადეს. ბაღის დასაგეგმად ლანდშაფტის დიზაინერი იაპონელი ისაბურო კიშიდო მოიწვიეს. დიზაინერმა ყვავილების, ხეების და ბუჩქების გარდა ატმოსფეროს შესაქმნელად წყლის და ქვის კომპოზიციები გამოიყენა. ბაღს ძალიან ეტყობა იაპონური კულტურის გავლენა. საბოლოო შედეგი ისეთი დახვეწილი და ლამაზი გამოვიდა, რომ მის სანახავად გარშემო ტერიტორიებიდან და შემდეგ მთელი ქვეყნიდან დაიწყეს ჩამოსვლა. შემდეგ პერიოდში ტენისის კორტის ადგილას იტალიური ბაღი გააშენეს, ხოლო ბოსტნეულის ბაღჩები ვარდის ნარგავებმა ჩაანაცვლა. მიწის დაახლოებით 22 ჰექტარი მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეკრებილი ვარდების სხვადასხვა ჯიშებითაა დაფარული. განსაკუთრებით ძლიერ არომატს ყვავილნარის სხვადასხვა კუთხეებში დარგული ჩაის ვარდები იძლევა. butchart-003butchart-004 მრავალდონიანი კასკადური ჩანჩქერები, რთული კომპოზიური შადრევნები, სხვადასხვა ფორმის წყალსატევები და ნაკადულები, რომლებზეც უცნაური ფორმის ხიდებია გადებული, დაკლაკნილი ბილიკები და ქვის კიბეები ფერადოვანი პეიზაჟში ჰარმონიულად ჯდება. დამთვალიერებლების ყურადღებას ყველაზე მეტად ტახის ბრინჯაოს სკულპტურა იქვევს, რომელიც შუა საუკუნეების მოქანდაკის, პიეტრო ტაკას სკულპტურის ასლს წარმოადგენს. butchart-005butchart-006butchart-007ბაღის გაფორმებაში თავისი წვლილი ჯენი ბუტჩარტმაც შეიტანა. რობერტ ბუტჩარტს დეკორატიული ფრინველები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოყავდა, წყალსატევებში იხვები იყვნენ გაშვებულები, ხოლო მინდვრებზე ფარშევანგები დადიოდნენ. ხეებზე უამრავი საკვებური და ფრინველების სახლები იყო დაკიდებული. მისი ყველაზე საყვარელი ჰობი მტრედების გაწვრთნა იყო. ბუტჩარტებმა საკუტარ სახლს "ბენვენუტო" უწოდეს და სტუმრებისთვის გახსნეს.   butchart-008butchart-010butchart-012butchart-014   butchart-015butchart-016butchart-018butchart-023butchart-024 1939 წელს  ბაღი შვილიშვილს, იან როსს გადაეცა (1918-1997), დაბადებიდან 21 წლის აღსანიშნავად. როსი სიკვდილამდე უვლიდა და ყურადღებას აქცევდა ბაღებს. 2004 წელს ბაღის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად ორი ცხრამეტრიანი ტოტემური ბოძი დადგეს და ბაღები ოფიციალურად გამოცხადდა ნაციონალურ ისტორიულ ძეგლად. ბაღები ძველებურად ოჯახის კუთვნილებაში რჩება. მაჟამად მფლობელი ჯენი ბუტჩარტის შვილთაშვილი რობინ-ლი კლარკია.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
29 %
გააჩნია მიმართულებას
32 %