7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ლიტვას

უკვე 27 წელია, რაც ლიტვა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პოსტსაბჭოთა ქვეყანა დღესდღეობით ამაყობს საკუთარი ტურისტული ინდუსტრიით. გასულ წელს ლიტვამ თავის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 1.5 მილიონ ტურისტს უმასპინძლა.

და მაინც, რა იზიდავს ტურისტებს ამ ქვეყანაში? რატომ ხდება ლიტვა ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება ევროპაში?

1. დაბალი ფასი

ლიტვის დედაქალაქი უკვე რამდენიმე წელია ევროპის ყველაზე იაფი ქალაქების სიაში ხვდება. 

2. ეს არის ევროპის ცენტრი

კონტინენტის ცენტრზე პრეტენზია ბელორუსიას და უნგრეთსაც აქვს, თუმცა სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ ევროპის ცენტრი ლიტვაში, სოფელ Purnuškės-თანაა. ცენტრი სპეციალური მონუმენტითაცაა მონიშნული, მასთან ახლოს კი მსოფლიოში ყველაზე დიდი სატელევიზიო ანძაა განთავსებული. 

3. ჯვრების მთა

ქალაქ შიაულიაის ჩრდილოეთით ჯვრების მთა 1831 წლის ბრძოლის შემდეგ გაჩნდა. მთაზე ამ დროისტის 100 000 სხვადასხვა ზომის ჯვრები, ღვთისმშობლის ქანდაკებები და  ლიტველი მებრძოლების მონუმენტია აღმართული.

ჯვრების მთა, ლიტვა

4. ქვიშის გრანდიოზული დიუნები

ლიტვის ტერიტორიაზე კურშსკის "ხვეულის" ნახევარი. ესაა იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შესული ყველაზე მაღალი, მოძრავი ქვიშის დიუნები ევროპაში. ქვიშის სიმაღლე 35-დან 60 მეტრამდეა. 

5. ვილნიუსის უნივერსიტეტი

ლიტვა ამაყობს თავისი უნივერსიტეტით! "ალმა მატერ ვილნიუსი" ერთ-ერთი უძველესი მსგავსი დაწესებულებაა ჩრდილოეთ ევროპაში. უნივერსიტეტი 1579 წელს დაარსდა.

6. ლიტვა და ისლანდია თანამოაზრეები არიან

ისლანდია კი ყველას უყვარს :) ისლანდია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წელს ლიტვა დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. ორი ქვეყნის მეგორბობის ნიშნად, ვილნიუსის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას ისლანდიის სახელი ეწოდა.

7. პოპულარული ლოკალიცია ფილმების გადასაღებად.

BBC-იმ თავისი ერთ-ერთი ბოლო დრამის "ომი და მშვიდობა" ლოკაციად სწორედ ლიტვა და მისი მეზობელი ლატვია შეარჩია. ლიტვას, ძირითადად, რუსეთის ალტერნატივად გამოიყენებენ, თუმცა ლოკაციები კარგად მოერგო ინგლისის სცენებსაც (ფილმისთვის Elizabeth I) და  შერვუდის ტყის სცენებსაც (ფილმისთვის "რობინ ჰუდი").

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %