Turebi Ge

საქართველოს ღვინის რუკის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

31 მარტს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ღვინის რუკის ”საქართველო - ღვინის აკვანი” პრეზენტაცია გაიმართება. 
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა წლებში შესრულებული მხატვრული რუკები, ღვინის კომპანიების პროდუქცია და სტენდები. 
საქართველოს ღვინის რუკის შექმნა ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რუკის დათვალიერება განსაკუთრებით საინტერესო იქნება უცხოელი სტუმრებისთვის და ტურისტებისთვის. ისინი გაეცნობიან საქართველოს, როგორც ღვინის წარმოების, ტრადიციებისა და უძველესი კულტურის ქვეყანას. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, ღვინის კომპანიები, ტურისტული ორგანიზაციები. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ”იარტ” გალერეა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
39 %
ევროპაში
26 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %