turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ჯადოსნური დღესასწაული პოლონეთში

უვიზო მიმოსვლამ ევროპაში მოგზაურობა კიდევ უფრო გააადვილა. პოლონეთის მიმართულებით მოგზაურობა საქართველოდან მარტივიცაა და საკმაოდ ხელმისაწვდომიც. თუ მიმდინარე წლის ზაფხულში პოლონეთისკენ გაქვთ გეზი აღებული, შეგიძლიათ ჯადოსნური დღესასწაულის მონაწილეებიც გახდეთ.

საქმე ისაა, რომ პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლუბლინი დაარსებიდან 700 წლისთავს ზეიმობს. ეს ძველი და მშვიდი ქალაქი ნამდვილ ტრანსფორმაციას განიცდის და მაგიური ფერებით დაიფარება. ეს იქნება ნამდვილი საოცრებათა ქვეყანა, სადაც ცეცხლის ხეები იზრდება, გადატვირთულ ქუჩებს უზარმაზარი გაზონები ჩაანაცვლებს და ყინულის თევზები გაცოცხლდებიან. ქალაქის სტუმრები სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოხვდებიან, სადაც ერთმანეთს ეჯახება აწმყო და წარსული.

ლუბლინი, პოლონეთი

თეატრალური წარმოდგენები, შოუები, მუსიკოსები - ქალაქის თითოეული კუთხე ჯადოსნობის საკუთარ საიდუმლოს ინახავს. კულტურული ღონისძიებები, ბაზრობები, კარნავალები - ლუბლინი ენერგიითა და ფერებით "აფეთქდება" და ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ სიურპრიზებს მოგიწყობთ.

lublini

ძირითადი ღონისძიებები 3-4 ივნისს დაიწყება და აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ბმულზე

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
40 %
არა
28 %
გააჩნია მიმართულებას
32 %