turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge
მსოფლიო date 18 ივნისი 2018 count 7478

მადრიდის საუკეთესო ღამის კლუბები

მადრიდის ღამის ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი ნახავს მისთვის სასურველ ადგილს უამრავ ბარს, პაბს და ღამის კლუბს შორის. წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ შერჩეულ საუკეთესო ადგილებს, რომლებიც  ნამდვილად გაამართლებს თქვენს მოლოდინს. 

Joy Eslava

Joy Eslava ცნობილი ღამის კლუბია. შენობა რომელშიც ისაა განთავსებული მე-19 საუკუნეში ფუნქციონირებდა როგორც თეატრი. ის დღემდე ინარჩუნებს თეატრის ვიზუალურ მხარეს. ყველა სხვა საკითხში კი, ის თანამედროვე ღამის კლუბია დიდი საცეკვაო სცენით. მისი აუდიტორია ძალიან მრავალფეროვანია აქ შეხვდებით როგორც ცნობილ სახეებს, ასევე ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას. 

Siroco

Siroco-ში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფებით, ცნობილი ესპანელი მომღერლების გამოსვლებით და ელექტრონული მუსიკით. დასვენების დღეებში Siroco ორ ნაწილად იყოფა, პირველი სართული ორიენტირებულია ელექტრონულ მუსიკაზე, ხოლო მეორე სართულზე დასვენების და განტვირთვის გარემოა შექმნილი. 

Kapital

Kapital მადრიდის კლუბების შორის ყველაზე ცნობილია. ის 7 დონისგან  შედგება და თითოეული მათგანი განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს. მთავარი საცეკვაო სცენა და ბარები ნულ დონეზე მდებარეობს, პირველზე კარაოკეა, მეორე R & B და ჰიპ-ჰოპ მუსიკას დაეთმო, მესამეზე მყუდრო კოქტეილ ბარი მდებარეობს, მეოთხეზე ესპანური დისკო კლუბი, მეხუთეზე კინოთეატრი, მეექვსე დონეზე კი ტერასა მდებარეობს. 

Barco

Barco ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია მადრიდში. დასვენების დღეებში კლუბთან მუდამ რიგებია, თუმცა ლოდინი ნამდვილად ღირს. არაჩვეულებრივი აკუსტიკა, მრავალფეროვანი სტილი და შესანიშნავი მუსიკა, სასიამოვნო ღამეს გპირდებათ. შეგიძლიათ წინასწარ  იხილოთ კლუბის განრიგი, პარასკევის და შაბათის სესიები დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

Moma 56

თუ გლამურული გართობის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ Moma 56-ს ეწვიეთ. მასში გაერთიანებულია რესტორანი, ბარი და ღამის კლუბი. მისი სტილი, ულამაზესი დეკორაციები, მრავალფეროვანი მუსიკა, გემრიელი კერძები და განსხვავებული ალკოჰოლური სასმელები ყველა გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარეთ ზაფხულის შვებულება?
სად გაატარეთ ზაფხულის შვებულება?
საქართველოში
71 %
ევროპაში
16 %
აზიაში
5 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
3 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
1 %