turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge
აზია date 04 ივნისი 2019 count 4174

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შორის ტროას ლეგენდაც მოწმობს. მაინც რა არის სილამაზე და რაში გამოიხატება ის? არ არსებობს სილამაზის ერთი, კონკრეტული განსაზღვრება. სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში, სილამაზე განსხვავებულად, სხვადასხვა კრიტერიუმებით აღიქმებოდა. მაგალითად ჩინეთში პატარა ფეხები იყო სილამაზის სიმბოლო, აფრიკაში მაღალი კისერი.

დღეს წარმოგიდგენთ 21 საუკუნეში არსებულ სილამაზის უცნაურ კრიტერიუმებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებობს.

 

„დიდი ტუჩები“

ეთიოპიაში, მურსის ტომში, ქალები ტუჩებზე დიდი თეფშებს ატარებენ იმისათვის, რომ უფრო ლამაზები გამოჩნდნენ და მამაკაცებისთვის უფრო მიმზიდველები გახდნენ.  ტუჩში თეფშის ჩასმას გოგონები, სქესობრივი სიმწიფის მიღწევისას იწყებენ და თეფშის ზომები ნელ-ნელა იზრდება.  თეფში, ხშირად მატარებელი ქალის მიერაა დეკორირებული, საკუთარი უნარების წარმოსაჩენად.

ცხვირის დეკორაციები

ლეგენდის თანახმად, აპატანის ტომის ქალები ინდოეთში ყველაზე ლამაზებად ითვლებოდნენ, რის გამოც სხვა ტომის წარმომადგენლები აპატანის ტომს ხშირად არბევდნენ. მათი სილამაზის შესამცირებლად ქალები ცხვირზე სპეციალურად იმაგრებდნენ დეკორაციებს. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა.

გაქლებილი კბილები

ინდონეზიის ზოგიერთ ტომში, ქალები კბილებს ითლიან. ეს ძალიან რთული და მტკივნეული პროცედურაა. პატარა კბილები მაღალ სოციალურ სტატუსზე მიანიშნებს. კბილების გათლა, მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც ხდება მაგალითად ბალიზე. ბალიზე ითვლება, რომ კბილები სიბრაზეს და სიძულვილს წარმოაჩენს, ამიტომაც აუცილებელია მათი დაპატარავება.    

 

თეთრი კანი

აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიის ბევრ ქვეყანაში თეთრი კანი სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. რის გამოც ქალები ხშირად მიმართავენ კანის გათეთრების პროცედურას და კანის მათეთრებელ კოსმეტიკურ საშუალებებს.  რაც უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე სარგებელს. ამ ტიპის კოსმეტიკის ხანგრძლივმა და ხშირმა გამოყენებამ შესაძლებელია კანის დამწვრობა გამოიწვიოს.

 

ნახატები

ხნისგან გაკეთებული ნახატები ძალიან პოპულარულია ბევრ კულტურაში და სილამაზის კრიტერიუმადაც კი, მიიჩნევა. ნახატები დროთა განმავლობაში გადადის.  მას ხშირად იყენებენ ინდურ ქორწილებში, სხეულის იმ ნაწილების მოსახატად რომელიც ჩანს, ძირითადად ხელის.

 

გრძელი თავის ქალა

თავის ქალის წაგრძელებული ფორმა, ირანში და პერუში სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. ამას ადასტურებს, არქეოლოგების მიერ პერუში აღმოჩენილი  თავის ქალები, რომლებიც თარიღდება 7000 წლით, ჩ.წ.ა.-მდე. ერთ-ერთი თეორიის თანახმად მსგავსი თავის ქალის ფორმა სოციალურ სტატუსსაც ამაღლებდა.

 

ყურები

ყურის დეკორაციები სილამაზის კიდევ ერთი ტრენდია. ის ტრადიციული აფრიკული სილამაზიდან, დასავლეთში პოპულარულ, სილამაზის თანამედროვე ტრენდად იქცა.  ყურის გაწელვის პროცედურა კენიაში, მასსაის ტომი დღემდე ტარდება, რისთვისაც ქალები მძიმე ნივთებს იკიდებენ ყურებზე და დიდი ხნის მანძილზე ატარებენ მათ.

 

სიმსუქნე

მავრიტანიაში (აფრიკის კონტინენტზე არსებული ქვეყანა), ქალი ლამაზად მაშინ ითვლებოდა, თუ მრგვალი ფორმები ჰქონდა. დამიჯერეთ მათი ფორმები ბევრად უფრო დიდი და მოცულობითი უნდა ყოფილიყო, ვიდრე დღეს კიმ კარდაშიანის ფორმებია. იმ შემთხვევაში თუ გოგონა წონაში ვერ იმატებდა, მას „მსუქნები ფერმა“-ში აგზავნიდნენ, სადაც დიდი ცხიმიანობის შემცველი საკვებით იკვებებოდა. მხოლოდ სრული ფორმების მქონე ქალებს შეეძლოთ მამაკაცისთვის თავის მოწონება. ეს ტრადიცია დღემდე არსებობს, მაგრამ აღარაა ისეთი ძლიერი, როგორიც ადრე იყო.

 

დაბრეცილი კბილები

ბოლო წლებია იაპონიაში აქტიურად მიმართევენ “yaeba”-ს, პროცედურას. ეს ორთოდონტური პროცედურაა, რომლის მიზანიც არა კბილები გასწორება, არამედ მათი ოდნავ დაბრეცვაა. ეს პროცედურა, ჩვეულებრივ 1 ან 2 კბილს უტარდება. პროცედურა ქალს ნაკლებად იდეალურს ხდის და უფრო ხელმისაწვდომს (ნაკებად ეშიანიათ იდეალური ქალის) ხდის. ეს სილამაზის ახალი ტრენდია, რომელიც სწრაფად ვრცელდება მსოფლიოში.

კომენტარებში დაწერეთ თქვენთვის ცნობილი უცნაური სილამაზის კრიტერიუმები. სტატიას კი, კოკო შანელის ცნობილი გამონათქვამით დავასრულებთ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარეთ ზაფხულის შვებულება?
სად გაატარეთ ზაფხულის შვებულება?
საქართველოში
71 %
ევროპაში
16 %
აზიაში
5 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
3 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
1 %