title
Turebi Ge

გაიგე რას აღნიშნავენ მსოფლიოში 12 ოქტომბერს

გადამფრენი ფრინველების  საერთაშორისო დღე

გადამფრენი ფრინველების  საერთაშორისო დღე (World Migratory Bird Day) - ეს არის ეკოლოგიური კამპანია, რომლის მიზანია: გააღრმავოს ცოდნა გადამფრენი ფრინველების, მათი ადგილსამყოფელოს და გადაადგილების გზების  შესახებ.

თავდაპირველად ეს  დღე აღინიშნებოდა მხოლოდ მაისის თვეში,  2018 წლიდან კი  ტარდება წელიწადში ორჯერ მაისის მეორე შაბათს და ოქტომბერში.

 

ართრიტის საერთაშორისო დღე

12 ოქტომბერს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ ართრიტის წინააღმდებ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (World Arthritis Day), რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება.

ამ დღის მთავარი მიზანია -  ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს რევმატოლოგიური დაავადებების პრობლემაზე და ართრიტის ყველა ფორმის შესახებ ცოდნის ამაღლება .

 

ერევნის, ქალაქის დღე

12 ოქტომბერს აღნიშნავენ ერევნის დღეს. ერევანი არის სომხეთის დედაქალაქი, ის დაახლოებით 2,780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.

 

რიო-დე-ჟანეიროში   მაცხოვრის (კრისტო-რედენტორი) ქანდაკების გახსნის დღე

რიო-დე- ჟანეიროს (ბრაზილია) მთავარი ღირშესანიშნაობად ითვლება ქრისტეს ქანდაკება (Cristo Redentor). ის დგას კორკოვადოს მთაზე, ზღვის დონიდან 704 მეტრის სიმაღლეზე.

1931 წლის 12 ოქტომბერს შედგა მისი  საზეიმო გახსნა. სიმაღლეში ქანდაკება 30 მეტრისაა, ხოლო მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
38 %
არა
31 %
გააჩნია მიმართულებას
31 %