2

როგორ აღნიშნავენ ჰელოუინს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

30 ოქტომბერი 2020
ჰელოუინი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, რომლის ისტორიაც წარმართული დროიდან იწყება. მაგრამ დღეს მას უფრო მეტი ხალხი აღნიშნავს, ვიდრე ოდესმე. არსებობს მარტივი მიზეზი: ეს არის უწყინარი გართობა და შესაძლებლობა გამოეწყოთ საყვარელი პერსონაჟის კოსტუმში.
ჰელოუინი ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება, დედამიწის არაერთ წერტილში. მოდით, გადავხედოთ მათ შორის რამდენიმე ქვეყანას.
ირლანდია
ცნობილია, რომ ჰელოუინი ირლანდიაში წარმოიშვა და ისევე პომპეზურად აღინიშნება, როგორც აშშ-ში. გარეუბნებში მოსახლეობა უზარმაზარ კოცონს ანთებს, ბავშვები კოსტუმებში გამოეწყობიან და კარდაკარ დაივლიან ტკბილეულობის შესაგროვებლად. ზრდასრულები სხვადასხვა თამაშებს თამაშობენ და წვეულებებს აწყობენ.
მექსიკა
მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და ესპანეთში, 2 ნოემბერს ‘’ყველა სულის’’ დღეს აღნიშნავენ, რომლის ზეიმობასაც 31 ოქტომვერს იწყებენ. დღესასწაული გარდაცვლილთა სულებს მიაგებს პატივს, რომლებიც, ლეგენდის მიხედვით ამ დღეებში დედამიწაზე ბრუნდებიან.
ჩინეთი
...