პარიზის 10 ყველაზე საოცარი  ადგილი

პარიზი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია მსოფლიოში. მის ისტორიაზე და ღირშესანიშნაობებზე ალბათ, ყველამ იცის. მაგრამ ახლა წარმოგიდგენთ 10 საინტერესო, ნაკლებად პოპულარულ და საოცარ ადგილს. და იქნებ, ქალაქში სტუმრობისას, ზუსტად მათ მოსანახულებლად გაეშუროთ. 

 

საფრანგეთის მთავარი ცათაბჟენი 

 


პარიზისა და მთლიანი საფრანგეთის ყველაზე მაღალ შენობად (და მე-15 სიმაღლით ევროპაში) უკვე 4 წელია რაც ითვლება La Tous First, რომელიც  La Défense-ის  ბიზნეს უბანში მდებარეობს. კოშკის სიმაღლე, რომლის მშენებლობაც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა  (1974 – 2011წწ) – 231მეტრისაა. 


2011 წლამდე ყველაზე მაღალ ცათამბჯენად ითვლებოდა 59 - სართულიანი  La Tour Montparnasse. მისი უმაღლესი წერტილი  210 მეტრზეა. მისმა მშენებლობამ სასტიკი ამათი გამოიწვია იმაზე, თუ როგორ ანგრევს თანამედროვე ცათამბჯენები დედაქალაქის არქიტექტურულ იერსახეს. შედეგად, ხელისუფლებამ აკრძალა ცათამბჯენის მშენებლობა პარიზის ცენტრში.

 

მსოფლიოს ყველაზე დიდი მზის საათი

 


ლუქსორის ეგვიპტური ობელისკი ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნით თარიღდება, ის 23 მეტრის სიმაღლისაა და აღმართულია კონკორდის მოედანზე (Place de la Concorde), იყო გადმოტანილი საფრანგეთში ეგვიპტიდა 1836წ. ორ ტონიანი ძეგლის კენწეროში არის 3,5 მეტრიანი პირამიდა, რომელიც მიმართულია ცისკენ.


ეს არა მხოლოდ ისტორიული განძია, რომელიც ძველი ეგვიპტური იროგლიფებით მოხატულია, არამედ ყველაზე დიდი (და სავარაუდოთ ყველაზე ძველი) მზის საათია მსოფლიოში. 

 

ერთადერთი „STOP“ ნიშანი

 


მთელ უზარმაზარ პარიზში იპოვით მხოლოდ ერთ საგზაო ნიშანს „STOP“. საფრაგეთის დედაქალაქის ამ „საოცრების“ ნახვა შესაძლებელია მე-16 უბანში. იკითხავთ, რატომ არ იყენებენ ამ ნიშანს? პარიზში მოძრაობის სისტემა ისეთია, რომ მარჯვნივ მყოფი მძღოლები გზაზე ყოველთვის უპირატესობით სარგებლობენ.

 

ყველაზე მოკლე ქუჩა

 


პარიზის ყველაზე მოკლე ქუჩის Rue des Degrés სიგრძე 5 მეტრი 75 სანტიმეტრია. მას იპოვით მე-2 უბანში, მეტროსადგურების Bonne Nouvelle და Strasbourg Saint-Denis შორის. ქალაქში სულ 6,100 ქუჩაა. 
საინტერესოა, რომ მსოფლიოს ყველაზე მოკლე ქუჩა Ebenezer Place მდებარეობს შოტლანდიაში, მისი სიგრძეა დაახლოებით 2 მეტრია.

 

ესპრესო მხოლოდ 1 ევროდ

 


ფრანფებს ძალიან უყვართ ძლიერი შავი ყავა. და ადგილობრივებისა და ჩამოსული სტუმრების გულის გასახარად დედაქალაქში 180-ზე მეტ კაფეს იპოვით, სააც არომატულ ესპრესოს მხოლოდ ერთ ევროდ დალევთ. პარიზში სტუმრობისას ყოველი დილა შეგიძლიათ დაიწყოთ გემრიელი ყავის დალევით. კრუასანიც არ დაგავიწყდეთ.

 

პარიზი = ლუტეცია = ჭუჭყი

 


უძველესი კელტური დასახლების ადგილას აშენებული პარიზს თავდაპირველად ლუტეციას უწოდბნენდ. ეს თითქმის ყველამ იცის. მაგრამ იცით თუ არა, რომ სიტყვა „ლუტეცია“ ლათინური სიტყვიდან „lutum“-დან მოდის, რაც ნიშნავს „ჭუჭყს“? რატომ? იმიტომ, რომ რომაელების დროს აქ არ არსებობდა ლამაზი სანაპიროები კაშკაშა ლამპიონებით, და სენას სანაპიროები კი იძირებოდნენ ჭაობში.

 

ნამდვილი რომაული ნანგრევები ქალაქის გულში

 

 

პარიზში აქამდე შემორჩა რომაული ნანგრევები - ქვის ამფითეატრი. არქეოლოგების დასკვნის შედეგად, აქ ლუტეციის უბანი იყო განლაგებული თავისი აბანოებითა და მარმარილოს შადრევანით. აქ არსებობდა არენაც, რომელიც 17,000-მდე სასტიკი ბრძოლებისა და თეატრალური წარმოდგენების სანახავად მოსულ ადამიანს იტევდა. 

 

ყველაზე ძველი კაფე

 


პარიზის უძველესი კაფე Le Procope  გახსნილია 1686 წლიდან და მდებარეობს მე-6 უბანში. თავის სტუმრებს კაფის დამფუძნებელი იტალიიდან ჩამოტანილი არომატული ყავით უმასპინძლებოდა. დროთა განმავლობაში კაფე საკულტო ადგილი გახდა და საკმაოდ პოპულარული ტურისტებს შორის. 

 

კუნძული Cité  - პარიზის აკვანი

 

 

კუნძული Cité, ადგილი სადაც შეგიძლია დატკბე ნოტრ-დამის ტაძრით და პონტ ნეუფის (Pont Neuf) ხიდით. თანამედროვე  შენობების ადგილას ოდესღაც აქ კელტების დასახლება იყო. ძვ.წ. 50-იან წლებში ის რომაელებმა დაიპყრეს და კუნძული იულიუს კეისარის „შტაბ-ბინად“ აქციეს. ისტორიის მანძილზე ომიანობის დროს პარიზელებმა არა ერთხელ შეაფარეს თავი. გამაგრების სისტემის გაუმჯობესების წყალობით, Cité 2000 წლის განმავლობაში 7 მეტრზე მაღლა აიწია.

 


ტერასების დედაქალაქი

 

 

პარიზზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი კაფეების, ბარებისა და რესტორანების (რომლებიც ძალიან ბევრია ამ ქალაქში) ტერასები. დაახლოებით თითქმის 10,000! საინტერესოა, ქალაქის ყველა ტერასის მოსანახულებლად, თქვენ შეიძლება რამდენიმე წელი დაგჭირდეთ. 


პარიზი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და პოპულარული ქალაქია. წლის ნებისმიერ მონაკვეთში მას ათასობით ტურისტი სტუმრობს. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ნამყოფი ამ უდიდესი ისტორიის მატარებელ ქალაქში, დროა დაგეგმოთ. ტურისტულ პორტალზე Turebi.Ge თქვენ იპოვით ყველაზე საინტერესო და ბიუჯეტურ ტურებს ამ ქალაქის მიმართულებით. 

და თქვენ პარიზის რომელი საინტერესოა ადგილები გახსენდებათ?


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %