title
Turebi Ge

ქვეყნები სადაც დააგემოვნებთ ყველაზე გემრიელ ნაყინს

მალე ზაფხულიც მოგვიახლოვდება და ცხელ ამინდში ნაყინზე უკეთესად რა გაგვაგრილებს. გთავაზობთ ქვეყნებს სადაც ყველაზე გემრიელ ნაყინს შეჭამთ.

 

იტალია

 


ჯელატო იტალიის ისეთივე სიმბოლოა, ისევე როგორც პიცა და პასტა. ამ ნაყინის სამშობლო ფლორენციაა, დაახლოებით XVI საუკუნეში ბერნარდო ბუონტალენტი პირველი სანაყინე გახსნა, ზუსტად მანდ მან ცნობილი ჯელატო მოამზადა. საინტერესოა, რომ ბუონტალენტი კონდიტერი არ ყოფილა, არამედ არქიტექტორი, რომელმაც ფლორენციის სხვადასხვა ცნობილი არქიტექტურული შედევრი შექმნა.

დღესდღეობით იტალიაში ნებისმიერი გემოს ჯელატოს იპოვით, თუმცა თავდაპირველი გემოს გასინჯვა მხოლოდ Gelateria Badiani-ში არის შესაძლებელი, ამ გემოს ეძახიან „ბუონტალენტი“.

 


მსოფლიოს ყველაზე გემრიელი ნაყინის დასაგემოვნებლად თქვენ მოგიწევთ ფლორენციიდან 50 კილომეტრის დაშორებით გამგზავრება, პატარა ქალაქში სან-ჯიმინიანოში. ზუსტად აქ მდებარეობს Dondoli - საუკეთესო ჯელატერია. არც არის გასაკვირი, რომ მას არაერთხელ მოუგია ნაყინის მსოფლიო ჩემპიონატი. წითელი გრეიფრუტი და შუშხუნა ღვინო, ჟოლო და როზმარინი, მოცვი და ლავანდა - ასეთი გემოების შეხამება არავის დატოვეს გულგრილად. ხშირად თვითონ მფლობელი ყიდის ნაყინს და მომხმარებლებთან დიდი სიამოვნებით სურათებსაც იღებს.

 

თურქეთი

 


გემრიელი და უცნაური ნაყინის გასინჯვა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ თურქეთშიც შეგიძლიათ, რომელსაც აქ დონდურმას ეძახიან. განსაკუთრებული ელასტიური კონსისტენციის გამო ის ძალიან ნელა დნება. ამით გამყიდვლები კარგად სარგებლობენ და ნაყინის მომზადებისას „ეთამაშებიან“ მომხმარებლებს. 

 

 

ტაილანდი

 


ტაილანდში აუცილებლად უნდა გასინჯოთ შემწვარი ნაყინი. მას სპეციალურად გაგრილებულ ღუმელზე ზილავენ და გამაგრეულ მასას დანით რამდენიმე ნაწილად ჭრიან. თითოეულ ნაწილისგან სპირალს ახვევენ და ჭიქაში ათავსებენ - საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება.

 

 

საბერძნეთი

 


ბერძნული ნაყინი პაგოტო ჯელატოს და დონდურმას მიქს გავს. 


გერმანია

 


გერმანიაში თქვენ გაგაკვირვებთ ნაყინი-სპაგეტი: რბილ ნაყინს სპეციალური პრესის ქვეშ უშვებენ, ზემოდან ასხავენ კენკრის სოუსს და ამატებენ გახეხილ ნუშს. ეს ყველაფერი ნამდვილად წააგავს პასტას პომიდვრითა და პარმეზანით. 

 

სინგაპური

.


სინგაპურის ნაყინების მომწოდებლებისგან ყველაზე ცნობილია Toms Pallette. მისი ასორტიმენტი ნაყინის 100 გემოსგან შედგება. თქვენ შეგიძლიათ გასინჯოთ შავი ბრინჯის ნაყინი, ლაიმითა და ვასაბით,  ნაყინი ქრიზანთემით ან ჩინური შავი ჩაის ნაყინი. 

 

ინგლისი

 


ინგლისის ნაყინი არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო ანალოგებს. პირველ ადგილზე არის Morellis Gelato-ის ფირმის პროდუქცია. ყველაზე უჩვეულო გემოებს შორის უნდა გამოვყოთ ნაყინი ვაშლის ღვეზელის (apple pie), სიცილიური წითელი ფორთოხლისა და საშობაო პუდინგის გემოთი. თუმცა ამ კომპანიის მთავარი გამორჩეულობა მდგომარეობს იმაში, რომ მას ნებისმიერი ინგრედიენტისგან შეუძლიათ ნაყინის მომზადება: წიწიბურით დაწყებული და სოკოთი დამთავრებული. 


და თქვენ სად დააგემოვნეთ ყველაზე გემრიელი ნაყინი?
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
28 %
აზიაში
6 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
11 %