სამთო კურორტებზე შეიძლება პატრულირება დაიწყოს
შეხვედრის ჩატარების ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნოდა. მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო მის უწყებაში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს სამთო კურორტებზე სათხილამურო ტერიტორიებზე უსაფრთხოების ნორმების დასაწესებლად. მსგავსი კანონმდებლობა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მიღებულა.
შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პროექტი განსახილველად და მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მოსამზადებლად. აღინიშნა, რომ წინადადებებს პეტიციის ავტორთა ჯგუფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ კვირაში გადაუგზავნის.წყაროწყარო

სიახლეები
15 იანვარი 2016

15499
გაზიარება










