45

ჩინეთიდან ტურისტები საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

05 აპრილი 2016
ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფები, საქართველოში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, - ამის შესახებ, „საქმიანი დილის“ ეთერში, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფებისთვის, უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ის უახლოეს პერიოდში დასრულდება.
"ჩინეთის ტურიზმის სააგენტოსთან ერთად, ჩვენ შევქმენით ჯგუფი, რომელიც ორ წლიან სამუშაო გეგმაზე იმუშავებს. ჩვენ ასევე ვქმნით სპეციალურ პროდუქტებს, რომელიც სპეციალურად ჩინელებზე იქნება გათვლილი", - განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლის სურვილი სამმა ირანულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, ჩოგოვაძე იმედოვნებს, რომ პირდაპირი რეისების დანიშვნის შემდეგ, ირანიდან ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
"ყველანაირ რეკორდს ხსნის საქართველოში ტურისტების რაოდენობა, რეკორდული დასაწყისია 2016 წელსაც. ტურიზმის განვითარებისთვის რამდენიმე კომპონენტია საჭირო, - ეს არის გამოფენები, მარკეტინგული ღონისძიებები, სავიზო გამარ
...