გორდი - ბუნების სილამაზე

მოგესალმებით საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი კუთხიდან იმერეთიდან, კერძოდ კი სოფელი გორდიდან. როგორც ბევრი სხვა სოფელი ესეც ულამაზესია, ირგვლივ ლამაზად აღმართული მთებია, დაფარული ხეებით და ნაირ-ნაირი მცენარეებით. აქ ძალიან მშვიდი გარემოა, ირგვლივ მხოლოდ ბუნება და სიწყნარე სუფევს.

გორდი, იმერეთი

სოფელი მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. მდინარეც თავისი სილამაზით არის გმორჩეული, როგორც იქ მდებარე ბუნება. აქ სხვა ბევრი ლამაზი ადგილია კერძოდ კი ოკაცეს კანიონი, იგი მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. ხეობის ნაპირები კი ტყის ბუჩქნარითაა დაფარული, ირგვლივ ლამაზი ტყის ყვავილებია აყვავებული, რომლებიც ლამაზად იცქირებიან. ოკაცეს კანიონის დასათვალიერებლად ადამიანებს დაკიდულ ხიდებზე უწევს  სიარული და ზოგისთვის რთულად გასავლელია, ჩემთვის მაგალითად სულაც არ ყოფილა რთულად სასიარულო ადგილი, პირიქით ძალიან მომეწონა, რადგან ვუყურებდი საქართველოს და ქართველი ხალხის საგანძურს, ბუნებას. ეს ადგილი ისეთი განსხვავებულად ლამაზი იყო, რომ დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ძალიან დიდი გრძნობა იყო, როდესაც დაკიდულ ხიდზე გავიარე  გადახედვისას კი სანახაობისგან გავოცდი. ჩემს ქვევით მდინარე მიიჩქაროდა, მართალია არ იყო დიდი როგორიც ალაზანი ან მტკვარია, მაგრამ მისი ტალღები დიდ ქვებს ეხეთქებოდა და ხმაურს იწვევდა პატარა ხეობაში. გავყურებდი ბუნებას მაღლიდან, ჩემი თვალთახედვა კი ბუნების სილამაზეში იკარგებოდა.

ოკაცე

ასევე დავათვალიერე იმ სოფელში მდებარე ჩანჩქერი, რომელიც ძალიან ლამაზი და საოცრად განსხვავებული სილამაზით გამოირჩევა. იგი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერია. ახლოდან სულ სხვანაირად გამოიყურება, უფრო ლამაზი და გასაოცარია, ვიდრე შორიდან ან სურათებიდან. ასევე ჩანჩქერამდე მისასვლელი გზაც ძალიან გამორჩეულია, მთელი გზა ბუნებაში დადიხარ და ზოგი ადგილიდან შეგიძლია იმერეთის ლამაზ მთებს გადმოხედო, რომელიც ულამაზესი სანახავია. ბუნებაც და ცაც სულ სხვა ფერია, როდესაც ჩანჩქერის წვერს მიაღწევ და გადმოიხედავ, ის შეგრძნება თუ როგორი იყო ჩანჩქერიდან გადმოხედვა მე აქ ბოლომდე ვერ აღვწერ თუ შენც არ წახვალ და არ ნახავ ამ ულამაზეს ადგილს. მე ბევრ ლამაზ ადგილას ვყოფილვარ, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული სილამაზით არის გამორჩეული. ეს სოფელიც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, როგორიც მარტვილის კანიონი, მთიულეთი ან თუშეთია. ყველა ადგილს თავისი დამახასიათებელი სილამაზე აქვს.

კინჩხას ჩანჩქერი

ჩემი ამ სოფელში მოგზაურობისადმი შთაბეჭდილება ძალიან დიდია, მომეწონა იქ მდებარე ბუნების სილამაზე, ძალიან მიხარია, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი და სხვებსაც ვუზიარებ  ჩემს შთაბეჭდილებებს, რადგან ბევრი მეუბნებოდა ამ ადგილის შესახებ, მაგრამ არ მქონდა სურვილი და ასევე შორსაც იყო ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან, მაგრამ ერთ დღესაც მეგობარმა შემომთავაზა გავყოლოდი ბანაკში და გადავწყვიტე მომენახულებინა, ვნახე ეს საოცრად ლამაზი ადგილი, რაც იქ ვნახე კი ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ამიტომ გირჩევთ, რომ ყველას ვისაც არ გაქვთ ნანახი აუცილებლად წახვიდეთ და ნახოთ, რადგან არ უნდა გამოტოვოთ საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი ადგილის ნახვა, იქ ხომ ყველაფერი სხვა ფერია.

მე არ მაქვს აქ ყველაფერი გადმოცემული, რადგან თუ შენი თვალით არ გაქვს ნანახი სხვამ რაც არ უნდა გითხრას მაინც არ აქვს იმდენი მნიშვნელობა და აზრი, ვიდრე საკუთარი თვალით ნანახს, სულ სხვა არის როდესაც შენი თვალით უყურებ და აღიქვამ იქაურ სილამაზეს, სურნელს და ხმაურს. როდესაც იმ სოფელში ვიყავი მთლიანად მოწყვეტილი ვიყავი ქალაქს, ქაოსს, სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი და სიმშვიდეში გავყურებდი ბუნების სილამაზეს.

სალომე ახოიშვილი

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %