ფაზისობა განსხვავებული ფორმატით - საერთაშორისო კვესტი ფოთის სტუმრებისთვის

ქალაქ ფოთის ტრადიციული დღესასწაული "ფაზისობა" წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება. დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კვესტი (თამაში) სახელწოდებით ”ქალაქის საგანძური". დღესასწაული 22 ივლისს 10:00-23:00 სთ-ებში გაიმართება, საერთაშორისო კვესტი კი 11:00 -16:00 სთ-ის შუალედში.

თამაშის ჩასატარებლად არჩეულ იქნა კოლხეთის ნაკრძალის ტერიტორია, მალთაყვას სანაპირო ზოლი,  ქალაქის ქუჩები და ღირშესანიშნაობები. 

”ფაზისობა” - ეს არის მრავალწლიანი დღესასწაული, მაგრამ 2017 წელს ის ჩატარდება სრულიად ახალ ფორმატში, რომელიც მოიცავს როგორც თვით ზეიმსაც, აგრეთვე საერთაშორისო ქვესტს (თამაშს). კვესტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. თამაში არის სათავგადასავლო და შემეცნებითი, საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. რეგისტრაცია უფასოა. თამაში შეიძლება ინდივიდუალურად და მეგობრების/ოჯახის/თანამშრომლების ჯგუფებით.

ფაზისობა 2017 წელს, ეს არის კარგად მოფიქრებული პროგრამა, საგანმანათლებლო კონფერენცია, გამოფენები, ფლეშმობები, კონცერტები. ყველაფერი მიმართულია ქალაქ ფოთის  სტრატეგიის შესასრულებლად - გადაიქცეს საინტერესო ტურისტულ ქალაქად შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქ ფოთში „ფაზისობის“ დროს მცხოვრებთა და სტუმართა მოსალოდნელი რაოდენობა: 5000-7000 (კვესტის მოთამაშეები კი 200-500 ადამიანი).

დღესასწაული ”ფაზისობა” და თამაში ”ქალაქის საგანძური” ტარდება ქალაქ ფოთის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით. კვესტის ორგანიზატორი კომპანია  Linata Tour-ია. პროექტი ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გარემოს დაცვის სააგენტოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მხარდაჭერით. ტექნიკურ მხარეს უზრუნველოფს კომპანია ბიმობაილი.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %