06 February 2018
  • 3384 ნახვა

ეგზოტიკური შრი-ლანკა

შრი-ლანკა ტროპიკული და განსაკუთრებულად მრავალფეროვანი კუნძულია. მას შეუძლია შემოგთავაზოთ ყველაფერი: ქვიშიანი სანაპირო, ბუდისტური შენობები, ჩაის პლანტაციები, გამწვანებული მთები, ველური ბუნება. შრი-ლანკაზე მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო დეკემბერი-მარტის და აპრილი-სექტემბრის შუალედია.

 

რა ჯდება მოგზაურობა შრი-ლანკაზე?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც შრი-ლანკაზე შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 1400 ლ-დან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • განთავსება
  • კვება სასტუმროს მიხედვით
  • ტრანსფერი
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში

ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებელი რომლის ფასი, ტუროპერატორების მიერ მითითებული განცხადებების მიხედვით,  35-40$-ს შეადგენს.

გთავაზობთ ტურისტული სააგენტოების მიერ, შრი-ლანკას მიმართულებით, Turebi.Ge- ზე გამოქვეყნებულ ტურ-პაკეტებს.


მარცინ თრეველი

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია მარცინ თრეველი გთავაზობთ ტურ-პაკეტს შრი-ლანკის მიმართულებით. მოგზაურობის პერიოდი 13.02.2018-20.02.2018. ტურის ღირებულებაში შედის:

  • ავიაბილეთი: თბილისი-კოლომბო-თბილისი (Air Arabia)
  • ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი 
  • სასტუმრო (შესაბამისი კვებით)
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ღირებულებაში არ შედის:


ტურის ღირებულებაში არ შედის ვიზის ღირებულება (ვიზას ღებულობთ აეროპორტში ჩასვლისას).

Star Travel

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია Star Travel გთავაზობთ ტურ-პაკეტს შრი-ლანკის მიმართულებით. მოგზაურობის პერიოდი 01.03.2018—08.03.2018. ტურის ღირებულებაში შედის:

  • ავიაბილეთები  ორი გზა  Gulf Air
  • განთავსება სასტუმროში:
  • დილის საუზმით (BB)
  • ტრანსფერი: ა/პ - სასტუმრო - ა/პ
  • სამოგზაურო დაზღვევა

ტურის ღირებულებაში არ შედის: ვიზის ღირებულება გადაიხდება ადგილზე ჩაფრენისას კოლომბოს აერ ოპორტში.

Go365

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია Go365 გთავაზობთ ტურ-პაკეტს შრი-ლანკის მიმართულებით. მოგზაურობის პერიოდი 13.02.2018-19.02.2018 . ტურის ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი თბილისიდან; 
  • ბარგი , ხელბარგი
  •  სასტუმრო 6 ღამე;
  • საუზმე;
  • ტრანსფერი
  •  სამოგზაურო დაზღვევა;

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ, თუ შრი-ლანკაში წასვლას გადაწყვეტთ:

საკონტაქტო ენა:                             ტამილი, ინგლისური.

საქართველის საკონსულო:           მისამართი - 169 Jor Bagh New Delhi 110003;  

                                                       ტელეფონის ნომერი: +91 11 49 49 60 00;

                                                       მეილი: delhi.emb@mfa.gov.ge;

 

ჯანმრთელობა

შრი ლანკაში გამგზავრებამდე გაიკეთეთ „ჩვეულებრივი ვაქცინები“, რომლებიც მოიცავს დიფტერიას, ჰეპატიტ A და პოლიოს, ტიფურს. შეიძლება იყოს ადგილები სადაც გავრცელებულია ტუბერკულიოზი და მენინგიტი. დაავადებების თავიდან ასაცილებლად უბრალოდ არ გადაიღალოთ, სრულფასოვნად იკვებეთ და გამოიძინეთ.

წყარო

 

რატომ შრი ლანკა ?

კლიმატი და ველური ბუნება

შრი-ლანკაზე თბილი ტროპიკული კლიმატია, რომელიც ტურისტებს თბილ და მზიან ზამთარს სთავაზობს. კლიმატი საკმაოდ მრავალფეროვანია კუნძულის სხვადასხვა ნაწილებში. მაგალითად სამხრეთ სანაპიროზე შეგიძლიათ მზის აბაზანები მიიღოთ თბილ ამინდში, ან ცივი ბრიზით ისიამოვნოთ Hill Country-ში.

ველური ბუნების სანახავად შრი-ლანკა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ის ლეოპარდების, სპილოების და ფრინველების სიუხვით გამოირჩევა. თუ ლეოპარდის ხილვა გსურთ Yala West National Park-ს ეწვიეთ. სპილოებს ხილვა Uda Walawe National Park-ში შგიძლიათ.

სანაპიროები

შრი-ლანკას პალმიანი ოქროსფერი სანაპიროები, ზურმუხტისფერი ზღვით, არაოფიციალურად ცნობილია როგორც  „შრი-ლანკას რივიერა". შრი-ლანკას სანაპიროები გარშემორტყმულია ბაღებით, ბრინჯის და ჩაის პლანტაციებით. სამხრეთით, გალლეს, კოლონიალური ქალაქის გარშემო არსებული სანაპიროები, ცნობილია როგორც საუკეთესო სანაპიროები შრი-ლანკაზე. მაგრამ თუ რამე უფრო ველური გსურთ, კუნძულის დასავლეთ ნაწილს ეწვიეთ.

სერფინგი

შრი-ლანკა მხოლოდ ჩაი და ტრადიციები არაა.  ბოლო დროს შრი-ლანკა სახელს იხვეჭს როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სერფინგისთვის. სერფინგისთვის საუკეთესო ადგილია არუგამის ყურე (Arugam Bay) აღ. სანაპიროზე.

 

საკვები

შრი-ლანკას ტრადიციულ სამზარეულოს ეტყობა ისტორიული და კულტურული წარსული. ბრინჯი, სუნელები, ბოსტნეული, ხილი და მეზობელი ქვეყნების სამზარეულოს გავლენა ადგილობრივ  სამზარეულოზე, მის მრავალფეროვან გემოს უზრუნველყოფს. აუცილებლად უნდა გასინჯოთ არაჟანი, კამეჩის რძის ხაჭოსგან და მდნარი ქოქოსისგან მომზადებული დესერტი, კარაქიანი ბლინის მსგავსი ჰოპერები, ერთმანეთში არეული კვერცხის, ბოსტნეულის და ტკბილეულის მრავალფეროვანი გემო. და, რაღა თქმა უნდა, შრი-ლანკა ქოქოსის, ზღვის პროდუქტების და სანელებლების მეფეა.

გთავაზობთ კერძებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ შრი ლანკაში.

Kottu roti

Kottu roti ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ის მზადდება პურის ნატეხებისგან, ბოსტნეულისგან, ხორცისგან, სანელებლებისგან, წიწაკისგან და ნიორისგან. მისი დაგემოვნება შეგიძლიათ ყველა პატარა რესტორანშიც და ქუჩაშიც. თავდაპირველად ეს კერძი საჭმლის ნარჩენებთან გასამკლავებლად წარმოიშვა.

 

Lamprais

Lamprais-ის სახელწოდება ჰოლანდიური სიტყვიდან წარმოიშვა, რაც ორიგინალში „საჭმლის პაკეტს“ ნიშნავს. მას, ძირითადად, ბურგერის მოყვარულები მიირთმევენ. კერძი მზადდება მოხარშული კვერცხისგან, ბადრიჯნისგან, ჰოლანდიური სტილის პატარა ხორციანი კატლეტებისგან, სოიოსგან, ბოსტნეულისგან, რომელიც გაჯერებულია მიხაკის, დარიჩინის, ბრინჯის და ილის ნაზავით. ამ მიქსს შემდეგ ბანანის ფოთოლში ახვევენ და ღუმელში, დაბალ ტემპერატურაზე აცხობენ.

Fish ambul thiyal (sour fish curry)

ეს კერძი სამხრეთ შრი ლანკაში შეიქმნა, როგორც თევზის შენახვის მეთოდი. ოთხკუთხედად დაჭრილი თევზი (ძირითადად თინუსი) უნდა შეიწვას პილპილის, დარიჩინის, კურკუმის, ნიორის, პანდანუსის და ბზის ფოთლების ნარევში. მისი განსაკუთრებული ინგრედიენტია გამხმარი ზანდაზილი, რაც თევზს გამორჩეულ, ოდნავ მომჟაო არომატს აძლევს.

 

რესტორანი

Ninobashi

Ninobashi-ას  აზიის საუკეთესო რესტორნებს შორის 38-ე ადგილი უკავია, მას მართავს ნახევრად იაპონელი ნახევრად შრი-ლანკელი შეფ მზარეული, რომელსაც იაპონური ელეგანტურობა შემოაქვს შრი-ლანკის დედაქალაქში. რესტორანს იაპონური, მინიმალისტური სტილი აქვს.  სამზარეულოც მარტივ, დელიკატურ კომბინაციებს იყენებს, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პატარა დეტალებს, მენიუს ყველა დეტალი სრულყოფილებამდეა მიყვანილი.

Curry Leaf

Curry Leaf ცნობილია როგორც Colombo-ს ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი. მას შრი ლანკის სამზარეულო ახალ სიმაღლეზე აყავს და ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად საუკეთესო რესტორანია.

მისამართი: Curry Leaf, Sir Chittampalam A Gardiner Mawatha, Fort, Colombo, Sri Lanka, +94 11 249 2492

 

Seafood Cove

შრი ლანკის სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია ზღვის პროდუქტებს. შრი ლანკის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს მისი გასასვლელი/წვდომა ინდოეთის ოკეანესთან, რისი მეშვეობითაც ყოველდღე ახალი ინგრედიენტები გამოიყენება კერძების მზადებისას. ამის შვენიერი მაგალითია რესტორანი Seafood Cove, რომელიც სანაპიროზეა განლაგებული. მისი მენიუ ყოველდღიურად იცვლება გამომდინარე იმ ზღვის პროდუქტებიდან, რომელსაც ის ყოველდღიურად იღებს.

მისამართი : Seafood Cove, 100 Hotel Rd, Mt Lavinia, Colombo, Sri Lanka, +94 011 271 52217

 

კულტურული მემკვიდრეობა

შეიძლება ითქვას, რომ შრი-ლანკა „გაჯერებულია“ მსოფლიო კულტურული ძეგლებით. მათ შორის: City of Kandy, ბუდისტების მოსალოცი ქალაქი, რომელიც ქვეყნის ცენტრში მდებარეობს, ძველი, გამაგრებული ქალაქი გალლე, რომელიც 16 საუკუნეში პორტუგალიელებმა ააშენეს, დამულას ოქროს ტაძარი, ბუდისტური მონასტერი გამოქვაბულში და სხვა.

ადგილები რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

Sigiriya (ლომის მთა)

Sigiriya, რომელიც Matale-ს რაიონში მდებარეობს. ის ასევე ცნობილია, როგორც ლომის მთა. რეალურა, ადგილი წარმოადგენს კლდეზე აშენებულ ციხე-სიმაგრეს და სასახლეს ერთდოულად, ვიზიტორებს შეუძლიათ აძვრნენ ანტიკურ ნანგრევებზე, რომლებიც ბაღებით, ტბორებით, საუცხოო ფრესკებით, მთებით და ჯუნგლებითაა გარშემორტყმული.

 

Adam’s Peak (ადამის პიკი)

შრი ლანკის ცენტრში მდებარე 2,243 მეტრის სიმაღლის მთა.  ბუდისტი პილიგრიმების ჩვეული მარშრუტის ნაწილი, რადგან მიიჩნევა რომ მის მწვერვალზე ბუდას ფეხის ანაბეჭდია.

City of Kandy

შრი ლანკის ცენტრალურ პროვინციაში განლაგეული, უკანასკნელი სამეფო დინასტიის  დედაქალაქი.  ქალაქი Kandy-ის პლატოზე მდებარეობს და მთებითაა გარშემორტყმული.  ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ  Kandy-ი ტბა, Degal Doruwa Raja Maha Vihara  ტაძარი, მსოფლიოს ბუდისტური მუზეუმი, Sri Dalada  მუზეუმი და სხვა.

აიურვერდა

შრი ლანკა აიურვერდას სამშობლოა. აიურვერდა ყველაზე ძველი და ყველაზე ჰოლისტიკური სამედიცინო სისტემაა მსოფლიოში.       შრი-ლანკა  2000 წლის მანძილზე ფიზიკური და სულიერი განკურნების ცენტრი იყო. აიურვერდის პროგრამები შედგება მთელი რიგი მცენარეული პროცედურებისგან, მრავალფეროვანი აბაზანებისა და მასაჟებისგან, ისეთი გამწმენდი და გამაჯანსაღებელი ტექნიკებისგან, როგორიცაა იოგა, მედიტაცია და სპეციალური დიეტები.

უსაფრთხოება

შრი-ლანკაში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა, აგრესიული დანაშაული მოგზაურების მიმართ საერთოდ გაუგონარია. ერთადერთი ცუდი ამბავი ის არის, რომ თაღლითობა ფართოდაა გავრცელებული გარკვეულ ადგილას.

ნარკოპოლიტიკა

ნარკოტიკების მოხმარება, შენახვა და გავრცელება კანონით დასჯადია შრი ლანკაში. სასჯელი ცვლებადია დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. კოკაინის, ჰეროინის , ოპიუმის წარმოებაზე, იმპორტზე ან ექსპორტზე შეიძლება სიკვდილი მოგესაჯოთ ან მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოგიწიოთ.

 

შევეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის. მოგვწერეთ, რომელი ქვეყნის შესახებ გსურთ წაიკითხოთ სტატია. ჩვენ თქვენს სურვილს აუცილებლად გავითვალისწინებთ.

 

 

მსგავსი
26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...

21 June 2018

10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ...

15 June 2018

10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობა და დასვენება ისეთ ადგილებში, სადაც სიცხეს და ქალაქის ხმაურს გაექ...

20 June 2018

მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქები

თუ სილამაზის, ელეგანტურობის  და დახვეწილი არქიტექტურის საძიებლად მოგზაურობთ, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ ქალაქ...

12 June 2018

ვენეცია - რომანტიკული დასვენება წყვილებს

იტალიის ფასდაუდებელი საგანძური, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი, ხიდების ქალაქი - ასე უწოდებენ ვენეციას...

19 June 2018

ადგილები, რომლებიც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ

არსებობს ტურისტული დანიშნულების ადგილები, რომელთა სილამაზეც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ, ეს დაუვიწყარი ემოციებით და შთაბეჭდილე...

06 June 2018

აღმოაჩინეთ როდოსი

როდოსი ყველაზე დიდი კუნძულია დოდეკანის კუნძულებიდან. ის ხშირად ყველაზე სასურველი საზაფხულო დასვენების ადგილია საბერძნეთში,...

11 June 2018

კრეტა - შვებულება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

რის გამო უნდა ეწვიოთ კრეტას? კრეტა საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულია, მას სამი ზღვა ესაზღვრება: იონის, ლიბიის და ეგეო...

01 June 2018

ბუქარესტი - რუმინეთის კულტურული ცენტრი

ბუქარესტი რუმინეთის დედაქალაქი და მისი კულტურული ცენტრია. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უჩვეულო ღირსშესანიშნაობები მრავალ ტ...

13 June 2018

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა. ნაწილი 2

ვაგრძელებთ იაპონიის ღირსშესანიშნაობების წარდგენას, პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ...